Jump to content
Planeta.Ge

newsreport.ge/ რუსეთი არ უნდა დარჩეს დაუსჯელი 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისთვის – კასიანოვი


Recommended Posts

“რუსეთი არ უნდა დარჩეს დაუსჯელი 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისთვის”- განაცხადა უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში ანდრეი კასიანოვმა.

„დღეს მქონდა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე ლაშა დარსალიასთან. დღეს, ჩვენ, როგორც უკრაინელები, ისე ქართველები რუსეთის ფედერაციის მხრიდან პროვოკაციის მოწმენი გავხდით. ჩვენ უაღრესად მადლიერი ვართ უკრაინის მიმართ საქართველოს მხარის მიერ გამოხატული თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის, ისევე როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციების – „უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია” და „უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ჰუმანიტარული შედეგები“ მხარდაჭერისთვის. საქართველო არამარტო მხარს უჭერს ამ რეზოლუციებს, არამედ იგი აღნიშნული რეზოლუციების თანასპონსორიცაა. ჩვენ ასევე მადლობელი ვართ საქართველოს ეროვნული ბანკის მკაფიო პოზიციისთვის, კერძოდ, ევროკავშირის მიერ რუსული ბანკების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რეჟიმის შესაბამისად მოქმედებისთვის. რუსეთი არ უნდა დარჩეს დაუსჯელი 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისთვის. მინდა დაგარწმუნოთ, რომ რუსეთი სრულად აგებს პასუხს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გაჩაღებული ომისთვის“,- განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

 

newsreport.ge/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...