პლანეტა.გე Posted March 26, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2022 ექსპერტი გია ნოდია თვლის, რომ რუსეთის პრეზიდენტი თვითგადარჩენის რეჟიმში გადავიდა და სწორედ ამას ემსახურება რუსული გენშტაბის განცხადებები, რომ უკრაინაში მიმდინარე რუსული სამხედრო კამპანიის “პირველი ეტაპის” ამოცანები დიდწილად შესრულებულია და ახლა რუსეთი ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე დონბასის რეგიონის “გათავისუფლებაზე” ფოკუსირდება. მოსკოვი ამტკიცებს, რომ შეძლო უკრაინის საბრძოლო შესაძლებლობების შემცირება.“ეს განცხადება აჩვენებს, რომ პუტინი თვითგადარჩენის მოდუსშია – მას სჭირდება, მარცხი თავის ხალხს გამარჯვებად მიყიდოს. ეს ძალიან გაუჭირდება, მაგრამ მთავარია, რომ რიტორიკის ასეთი შეცვლა სერიოზულ უკანდახევას ნიშნავს.სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია და ომი მთავრდება. მაგრამ მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა და რუსეთი იძულებულია, ეს აღიაროს.ამ შედეგის მიღწევა შესაძლებელი გახადა, ერთი მხრივ, უკრაინელების გმირობამ და ორგანიზებულობამ, მეორეს მხრივ – დასავლეთის დახმარებამ. ცალ-ცალკე არც ერთი არ იქნებოდა საკმარისი.“– ამბობს გია ნოდია.“ოპერაციის პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები შესრულებულია”, — განაცხადა გუშინ გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი რუდსკოიმ.“უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობები არსებითად შემცირდა, რაც საშუალებას გვაძლევს კონცენტრირდეთ ჩვენი ძირითადი ძალისხმევის მთავარი მიზნის მიღწევაზე: დონბასის განთავისუფლებაზე”, — დასძინა მან.სამხედრო ინტერვენციის დასაწყისში, რუსეთი ამბობდა, რომ “სპეციალურ სამხედრო ოპერაციად” წოდებული კამპანიის მიზანი უკრაინის “დემილიტარიზაცია” და “დენაციფიკაცია” იყო. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts