პლანეტა.გე Posted March 21, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted March 21, 2022 ჩინეთი ავრცელებს ინფორმაციას ავიაკომპანია China Eastern Airlines–ის თვითმფრინავის, ბოინგ 737–ის ჩამოვარდნის შესახებ, რომელიც კუნმინიდან გუანჯოუში მიფრინავდა. ოფიციალური ინფორმაციით ბორტზე 132 ადამიანი იმყოფებოდა. აქედან 123 მგზავრია, 9 კი ეკიპაჟის წევრი ჩინეთის ტელევიზიის ინფორმაციით თვითმფრინავი მთიან ადგილზე ჩამოვარდა, რის შემდეგაც მთებში ხანძარი დაიწყო.დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს. შემთხვევის ადგილზე მაშველები მიდიან.Flightradar24–ის მონაცემებით ჩამოვარდნილი ბოინგ 737–800 ექვსი წლის წინ არის გამოშვებული. ამ საიტის მონაცემებით თვითმფრინავი ადგილობრივი დროით 13:11 საათზე აფრინდა, 14:22–ზე კი რადარებიდან გაუჩინარდა. ამ დროს ის 980 მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა.სააგენტო როიტერი Aviation Safety Network–ზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო საავიაციო ინციდენტი, რომელსაც ადამიანები ემსხვერპლნენ ჩინეთში 2010 წელს მოხდა, როცა დაფრენისას ცუდი ხილვადობის პირობებში კატასტროფა განიცადა რეგიონული ავიაკომპანია Henan Airlines–ის თვითმფრინავმა Embraer E-190–მა. მაშინ ბორტზე მყოფი 96 ადამიანიდან 44 გარდაიცვალა.ინფორმაცია განახლების პროცესშია newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts