პლანეტა.გე Posted March 21, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted March 21, 2022 გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22-23 მარტს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი და ნისლიანი ამინდი შენარჩუნდება.23 მარტს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +8, +13 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +2, +7 გრადუსის ფარგლებში იქნება.სინოპტიკოსების პროგნოზით, 24 მარტს დღის მეორე ნახევრიდან კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.თბილისში 22 მარტს ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, 23 და 24 მარტს თოვლჭყაპი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.25 მარტიდან დედაქალაქში უნალექო ამინდი იქნება, ტემპერატურაც თანდათან მოიმატებს. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts