Jump to content
Planeta.Ge

newsreport.ge/ ნუ აფინანსებთ რუსულ სამხედრო მანქანას – ზელენსკი გერმანელებს მიმართავს


Recommended Posts

“ჩვენ გვესმის სირენა საათების, დღეების, კვირების განმავლობაში. სირენის ხმით უკრაინელები ცხოვრობენ, მუშაობენ, ცდილობენ დაიძინონ, იკურნონ დაზიანებები, გააჩინონ ბავშვები და კვდებიან.

ამ ომამდე კიევს “ახალ ბერლინს” ეძახდნენ. ახლა კი კიევი დაკეტილია და წყნარია ახალი საჰაერო განგაშის მოლოდინში.

ჩვენ ვიბრძვით გადარჩენისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი არმიის წინააღმდეგ, რაკეტების, ბომბების, რეაქტიული არტილერიის წინააღმდეგ, თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების წინააღმდეგ.

ომის სამი კვირის განმავლობაში 115 ბავშვი დაიღუპა. ეს არის ყველაზე საშინელი ომი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

ჩვენ გავაფრთხილეთ თქვენი პოლიტიკოსები, რომ სახიფათოა, როცა მოსკოვი წყვეტს, გაქვს თუ არა გაზი და რა ღირს ის. ჩვენ ვთქვით, რომ სანქციები იყო საჭირო. ნუ აფინანსებთ რუსულ სამხედრო მანქანას. ოკუპანტებს არცერთი ევრო არ უნდა მისცეთ. დახურეთ მათთვის პორტები, არ მიაწოდოთ საქონელი, უარი თქვით რუსეთის ენერგორესურსებზე.  მოახდინეთ ზეწოლა რუსეთზე, რომ უკრაინა დატოვოს. მე მჯერა, რომ მშვიდობის დამყარება შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის თქვენ უნდა იმოქმედოთ, ყველამ გერმანიაში, ყველამ ევროპაში”

მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის მოქალაქეებს.

 

newsreport.ge/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...