პლანეტა.გე Posted March 19, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted March 19, 2022 ისრაელმა უკრაინას ოთხი დაჯავშნილი სასწრაფო დახმარების მანქანა გაუგზავნა, რომელთა საშუალებით შესაძლებელია ინტენსიური სროლების ზონიდან დაჭრილების და დაზარალებულების გამოყვანა.მანქანები ქვეყანაში 230 ტონა ჰუმანიტარულ დახმარებასთან ერთად ჩავიდა, რომელიც ისრაელის მოქალაქეებმა უკრაინას შეუგროვეს.მანამდე ისრაელმა უკვე გაგზავნა უკრაინაში საველე ჰოსპიტალი პერსონალთან ერთად, 14 მარტს კი უკრაინას 85 ათასი ტაქტიკური აფთიაქი გაუგზავნა.ისრაელი უკრაინას არანაირ შეიარაღებას არ აწვდის, თუმცა ომის დაწყებისთანავე ქვეყნის აღმოსავლეთში მედიკოსების მომზადებაში დაეხმარა. 2015 წლიდან ისრაელის სპეციალისტები უკრაინელ ექიმებს საველე და საომარ პირობებში ომის წარმოებას ასწავლიან.სწავლების კურსი ერთთვიანია და მოიცავს დაჭრილების მიღებას, გადაუდებელი დახმარების აღმოჩენას, ქირურგიას და ტრავმატოლოგიას. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts