პლანეტა.გე Posted March 14, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted March 14, 2022 პრორუსული, ძალადობრივი დაჯგუფება ალტ-ინფოს პარტიის ერთი-ერთი ლიდერი, კონსტანტინე მორგოშია ამბობს, რომ მათი პარტიის მთელი დელეგაცია რუსეთში მიემგზავრება.მისი მტკიცებით, “კონსერვატიული პარტიის” მიზანი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების “დალაგებაა”.“ზურა მახარაძეს აქვს აბსოლუტურად სხვა ამოცანა. რუსეთში არ მიდის, რუსეთში მივდივართ ჩვენ, პარტიული მთელი დელეგაციით უახლოეს პერიოდში. [შეხვედრები] ვისთან უნდა გავმართოთ და რუსეთის იმ პოლიტიკურ წრეებთან, ვისაც ხელეწიფება საქართველო-რუსეთის ურთიერთობის დალაგება.[…] იმედი რას ნიშნავს, არ ვიცი, ჩვენ გვიყურებენ, როგორც ადეკვატურ ხალხს, ხალხს, რომელიც რაციონალურად აზროვნებს და შეუძლია დაალაგოს ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის. ბევრად უფრო სტაბილურად ვიქნებით ფინანსურადაც და ყველანაირადაც, იმიტომ რომ გამოჩნდა ხალხის ის ძალიან დიდი მასა, რომელიც ჩვენ გვიდგას მხარში. ყველა მხრიდან, მათ შორის ევროპიდანაც ძალიან ბევრი ბიზნესმენი, საქმოსანი, რავი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ვინ არიან, კონკრეტულად ვერ გეტყვით”,- ამბობს მორგოშია TV პირველთან საუბრისას. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts