პლანეტა.გე Posted March 7, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted March 7, 2022 “სრულად ვუჭერ მხარს ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნის ინიციატივას, რომელიც წამოვიდა საზოგადოებისგან. ოღონდ ამას სჭირდება ძალიან დიდი მობილიზაცია ქუჩებში და პარლამენტის შიგნითაც ეს სასწრაფოდ გასაკეთებელია. თუნდაც რუსების შემოსევის შესაჩერებლად და ასევე ჩვენი ქვეყნის ღირსებისა და რეპუტაციის გადასარჩენად. ასევე, ქვეყნის სრული იზოლაციის თავიდან ასაცილებლად, ამ მოთხოვნაზე უნდა დავითანხმოთ “ქართული ოცნების” რაღაც ნაწილი მაინც.ჩვენ მარტო მაშინ შევდგებით საბოლოოდ ერად, თუ “სილქნეტის” მეხსიერება არ გვექნება. ჰოდა, გადაახვიეთ ცოტა უფრო უკან, ვიდრე ჩვენი ხელისუფლების მიმტაცებლების განცხადებებია და გაიხსენეთ, შემთხვევით იმ ქვეყნის მოქალაქეები ხომ არ შემოგვყავს უთვალავი რაოდენობით, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში, რუსეთის ქუჩებში გვდევნიდნენ, როგორც “лицо кавказскои национальнасти”, რომლითაც 2008-ში პირუტყვის გადასაყვანი თვითმფრინავებით გამოყარა მრავალი ათასი ქართველი და მათი ოჯახები. თუ ყველაფერი გავატარეთ და დავივიწყეთ – ელარჯი და მისი ჯანი.ზუსტად ასევე, რამდენიმე თვის წინ, უკრაინაში ბელარუსის გავლით ოჯახებით ჩავიდნენ. ფოტოებსაც იღებდნენ. ხალხს უღიმოდნენ, ბორშს მიირთმევდნენ, მერე როცა ბრძანება მიიღეს, სამალავიდან იარაღი ამოიღეს და იმ ხალხს დაუშინეს, ვისაც გუშინ უღიმოდნენ. ამ შემოსევის შედეგად, თითოეული ქართველის სიცოცხლე საფრთხეშია.გარდა ამისა, არის კონკრეტული ზარალი. რუსების შემოსევაზე რამდენიმე ხელისუფლების დეველოპერი მოითბობს ხელს, მაგრამ დანარჩენი ქართველებისთვის ბინის ფასები მიუწვდომელი გახდება. დიდია ალბათობა ქართული ბანკების დასანქცირების, ქართველთა დანაზოგების გაქრობისა და საკრედიტო ბარათების დაბლოკვისაც. რუსეთში პროდუქტების გაგზავნაც შიდა ბაზარზე მათი ფასების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს”წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე. ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, ბოლო დღეებში საქართველოში 20-25 ათასი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts