პლანეტა.გე Posted March 7, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted March 7, 2022 ვიდეო თამაშების პოლონურმა კომპანიამ, CD PROJEKT RED- მა რუსეთი და ბელორუსი დაბლოკა. მათ შორის მსოფლიო მასშტაბით დაბლოკილია რუბლის ანგარიშზე მიბმული ყველა ექაუნთი. კომპანიამ ასევე რუსეთისა და ბალარუსის ტერიტორიაზე, შეაჩერა გაყიდვები ვირტუალური თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმაზე Steam-ზეც.პოლონურ კომპანიას ეკუთვნის ისეთი ცნობილი თამაშები როგორებიცაა : “The witcher” და “CyberPunk 2077″„რუსული ჯარის, ჩვენი მეზობელი ქვეყნის, უკრაინაში შეჭრის ფონზე, ,,CD PROJEKT” -ის ჯგუფმა გადავწყვიტეთ შევწყვიტოთ ჩვენი თამაშების გაყიდვა რუსეთსა და ბელარუსში. დღეს, ჩვენ ვიწყებთ თანამშრომლობას ჩვენს პარტნიორებთან, რათა შევწყვიტოთ ,,CD PROJEKT RED”-ის ციფრული გაყიდვებისა და ფიზიკური მარაგის, და ასევე ყველა თამაშის დისტრიბუცია ,,GOG”-ს პლატფორმაზე, რუსეთისა და ბელარუსიის ტერიტორიებზე’’.„მთლიანი ,,CD PROJEKT”-ის გუნდი ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია პირდაპირი გავლენა მოახდინოს სახელმწიფო საკითხებზე, და არც გვსურს რომ ვიყოთ. ჩვენ გვჯერა რომ როდესაც კომერციული წარმომადგენლები ერთიანდებიან, მათ გააჩნიათ ძალა, რომ გახდნენ გლობალური ცვლილების ინსპირატორები რიგითი ადამიანების გულებსა და აზროვნებაში. ვიცით რომ ბელარუსში და რუსეთში, თამაშების მოყვარულებს არანაირი კავშირი არ აქვთ, უკრაინაში შეჭრასთან და დაზარალდებიან აღნიშნული გადაწყვეტილებით, თუმცა ამ ქმედებით გვინდა მოვუწოდოთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ყურადღება გაამახვილონ იმაზე თუ რა ხდება ევროპის შუაგულში” – ნათქვამია განცხადებაში.აღნიშნული კომპანიის თამაშები ქართველ ახალგაზრდებშიც საკმაოდ დიდი პოპულარულობით სარგებლობს. ამავე კომპანიას ეკუთვნის ვირტუალური თამაშების დისტრიბუციის პლატფორმა სახელად “GOG”. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts