Jump to content
Planeta.Ge

newsreport.ge/ რისკია, რომ ხვალ საქართველოც აღმოჩნდეს სანქციების ქვეშ – მელია


Recommended Posts

“საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარ განცხადებებში უკვე სისტემატურად თავს ესხმიან უკრაინას და უკრაინელებს და უკრაინელი ერის ლიდერს, პრეზიდენტ ზელენსკის. ასეთ რამეს მსოფლიოში მხოლოდ ორად ორი სახელმწიფო კადრულობს – რუსეთი და ბელარუსი. მაშინ როდესაც ასეთი ერთსულოვანია მთელი მსოფლიო, ქართულმა ოცნებამ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგო, საქართველო ღიად დააყენა ამ ორი სახელმწიფოს გვერდით.

ახლა კი დამატებით ვიგებთ, რომ როცა პუტინი უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას გენოცდის უწყობს, საქართველოს ხელისუფლება პუტინთან აწარმეობს ფარულ სავაჭრო მოლაპარაკებებს, რომლის შესახებ ჩვენთვის ცნობილი ხდება რუსული საინფორმაციო გამოშვევების თანახმად.

საქართველო გადაიქცა მკვლელების და მკვლელებისთვის სანქციების თავის არიდების ადგილად. ამ დანაშაული ქმედებით ქართული ოცნება მკვლელებს, პუტინის რეჟიმს აფინანსებს. მეტიც, რუსეთის მხარეს დგომა დღეს, აგრესორისთვის სანქციების არიდებისთვის ხელშეწყობა გვაყენებს ჩვენ, საქართველოს და მის მოსახლეობას იმ რისკის წინაშე, რომ ხვალ შეიძლება საქართველოც აღმოჩნდეს საერთაშორისო საზოგადოების სანქციების ქვეშ. სწორედ ეს დააზიანებს, როგოროც არასდროს, ჩვენს მოქალაქეებს ეკონომიკურად და პოლიტიკურად”

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ბრიფინგზე.

 

newsreport.ge/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...