პლანეტა.გე Posted March 7, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted March 7, 2022 “მადლობა ყველას და თითოეულ თქვენთაგანს! თქვენ მსოფლიოს აჩვენეთ, თუ როგორ უნდა იბრძოლო მშვიდობისთვის და საკუთარი სამშობლოს დაცვისთვის. მეამაყება რომ თქვენთან ერთად ვდგავარ. გმირი მებრძოლები, გმირი ქალაქები – ეს ჩვენი რეალობაა. რაც არ უნდა გაგვიჭირდეს, შერცხვენილები არ ვიქნებით.მტერი დემორალიზებული და გამოფიტულია. მისი გეგმები ბლიცკრიგის, ხელისუფლებისა და უკრაინის საგარეო პოლიტიკის ცვლილების შესახებ ჩაიშალა. მძიმე ოპერატიული და სტრატეგიული სიტუაციიდან გამომდინარე, რუსული საოკუპაციო ძალები აგრძელებენ ძალისხმევის გაზრდას სამხრეთ მიმართულებით და ამავდროულად არ წყვეტენ კიევის ალყაში მოქცევის მცდელობებს. ჩვენი ქალაქების მედგარი მცველები – ჩერნიგოვის, ხარკოვის, ნიკოლაევის, სუმის, მარიუპოლის და ეროვნული წინააღმდეგობა არ აძლევს მტერს წარმატების საშუალებას. რამდენი კილომეტრითაც უნდა შემოიჭრას მტერი ჩვენი ტერიტორიების სიღრმეში, მის შენარჩუნებას ის ვერ შეძლებს. მოვუწოდებ ოკუპირებული რაიონების მოსახლეობას, შეუერთდნენ წინააღმდეგობის მოძრაობას. თქვენ გაქვთ იარაღი და მოტივაცია. დაიცავით მშობლიური სახლი!”წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი Facebook-ზე. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts