პლანეტა.გე Posted February 23, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 23, 2022 “ერთადერთი გზა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის არის შემდეგი, მიხეილ სააკაშვილი იყოს გადაყვანილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, უცხოურ კლინიკაში შესაბამისი მკურნალობის მისაღებად. ძალიან დასანანია, რომ ამ ჰუმანიტარული საკითხის გამო გვიწევს პოლიტიკური ბრძოლა. ჰუმანიტარული ის საკითხია, რომელიც ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს ეხება. აქედან გამომდინარე, პარტიის უკლებლივ ყველა აქტივობა დაუკავშირდება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას. ჩვენ ვიყავით ბრძოლაში და ვრჩებით ბრძოლაში მანამ სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რაც მიმაჩნია, არის თითოეული ჩვენი ამომრჩევლის ცენტრალური საკითხი. ყოველდღიურად სხვადასხვა ფორმისა და შინაარსის საპროტესტო აქტივობები სხვადსხვა ქალაქებში გაიმართება, და 5 მარტს, 5 საათზე ქვეყნის მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლებიც თვლიან, რომ ეს ისტორიული უსამართლობა უნდა დასრულდეს, ველოდებით რუსთაველის გამზირზე. 5 მარტს, 5 საათზე”თქვა ენმ-ს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ. ცნობისთვის, ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა 2 დღის წინ კვლავ შიმშილობ დაიწყო. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts