პლანეტა.გე Posted February 23, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 23, 2022 შინაგან საქმეთა სამინისტრომ 23 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, მას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა ედება.“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ი.ბ. თბილისში მომხდარ ნ.კ.-ს მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულ გ.კ.-სთან მეგობრობდა, შესაბამისად, მან იცოდა თავისი მეგობრის მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულის შესახებ. ასევე, დადგინდა, რომ ი.ბ.-მ საკუთარ სახლში ღამე გაათევინა გ.კ.-ს და ამავე საქმეზე მეორე ბრალდებულ ა.ჭ.-ს, ხოლო მეორე დღეს მათ მიმალვაში დაეხმარა. ი.ბ.-მ პოლიციას ამის შესახებ არ შეატყობინა” – აცხადებს შსს.გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით. მუხლი ს 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ცნობისთვის, 23 წლის ნიკა კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში მოკლეს newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts