Jump to content
Planeta.Ge

newsreport.ge/ უკრაინის კრიზისი: სამი შესაძლო სცენარი დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ


Recommended Posts

რუსეთის მიერ დონეცკის და ლუგანსკის “სახალხო რესპუბლიკების“ დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ უფრო მეტი კითხვა გაჩნდა, ვიდრე პასუხი. ერთის მხრივ, უკრაინელი ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ  პოლიტიკური თვალსაზრისით ეს კიევისთვის ერთგვარი საჩუქარია. მეორეს მხრივ კი ეს არის მორიგი ესკალაციის რისკი, რომელმაც შეიძლება უკრაინასა და რუსეთს შორის სისხლიანი სამხედრო მოქმედებები გამოიწვიოს.

თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აღიარების შესახებ რუსი კომუნისტების მიერ დუმაში ჯერ კიდევ იანვარში წამოყენებული ინიციატივის შემდეგ ცოტა ვინმეს თუ ჯეროდა, რომ კრემლი ამაზე მართლაც წავიდოდა. ეს ხომ არსებითად მინსკის ხელშეკრულების დანგრევას გამოიწვევდა, რომელშიც უკრაინელი კრიტიკოსები ქვეყნის სუვერენიტეტის საფრთხეს ხედავდნენ. კრემლი კი ბოლო დროსაც ინტენსიურად მოუწოდებდა უკრაინას მინსკის ხელშეკრულების შესრულებისკენ.

თუმცა, 21 თებერვალს პუტინმა ხელი მოაწერა ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების ბრძანებუკრაინა4-300x169.pngას და ეს ვრცელი და უკიდურესად მწვავე სიტყვით გამოსვლის შემდეგ გააკეთა, რომელშიც განაცხადა, რომ უკრაინა ლენინის მიერ ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფოა, რომელიც დონბასის მაცხოვრებელთა “გენოციდშია დამნაშავე.“

საკუთარი ვიდეომიმართვა პუტინმა მუქარით დაასრულა და აღნიშნა, რომ მთელი პასუხისმგებლობა სისხლისღვრის შესაძლო გაგრძელებაზე მთლიანად უკრაინის ხელისუფლების სინდისზე იქნება.

განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ რუსეთი “რესპუბლიკებს“ არა ამჟამინდელ რეალურ საზღვრებში, არამედ დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებში აღიარებს, რომელთა ფართობი დაახლოებით სამჯერ მეტია სეპარატისტების მიერ ამჟამად კონტროლირებად ტერიტორიებზე.

რას უნდა ელოდნენ ახლა უკრაინის მოქალაქეები. შესაძლო სცენარებზე საუბრისას უკრაინელი ექსპერტები იმ ფაქტორებზე საუბრობენ, რამაც ამა თუ იმ სცენარის რეალიზაცია შეიძლება გამოიწვიოს. მათი თქმით, ამჟამინდელი გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლოა მოვლენათა განვითარების მინიმუმ სამი ვარიანტი.

  1. “დნესტრისპირეთის სცენარი“

ამ სცენარის მიხედვით კონფლიქტი იყინება, აქტიური საბრძოლო მოქმედებები დონბასში წყდება, თვითაღიარებული რესპუბლიკები ამჟამინდელ საზღვრებში განაგრძობენ არსებობას, რუსეთს არ აქვს პრეტენზია მათ გაფართოებაზე. უკრაინას შეუძლია შიდა საქმეებზე კონცენტრირდეს.

“დემოკრატიის სახლის“ ანალიტიკოსის, ანატოლი ოკტისიუკის აზრით, კონფლიქტის გაყინვა ამჟამად უკრაინისთვის არსებული სცენარებიდან ყველაზე სასურველია.

“ეს არის დნესტრისპირეთის სცენარი და ეს არის საუკეთესო, რაც ამ ვითარებაში შეიძლება ჩვენთვის იყოს. დონბასი და ყირიმი ახლა მოლაპარაკებების ერთიან მენიუში იქნება, ჩვენ კი შევძლებთ რეფორმებს მივხედოთ, დაველოდოთ პოლიტიკურად უკეთეს პერიოდს, ხელისუფლების შეცვლას რუსეთში, ან რუსეთის დაშლას“– ამბობს ის.

კრემლის გადაწყვეტილებამ არსებითად დაასამარა მინსკის შეთანხმებები და ეს უკრაინისთვის ცალსახად პლიუსია – თვლის პოლიტოლოგიის პროფესორი ალექსეი გარანი.

“დე ფაქტო ამ აღიარებამ ნაკლებად შეცვალა რამე. ეს ტერიტორიები ადრეც ოკუპირებული იყო. რუსებს ადრეც ყავდათ იქ ჯარები, უბრალოდ ეს ამიერიდან ღიად გაკეთდება. პოზიტივს იმაში ვხედავ, რომ მინსკის შეთანხმება რუსეთის ხელით დაიმარხა.  პუტინის ამ გიჟური სიტყვისა და მისი ქმედებების შემდეგ მთელი მსოფლიო ხედავს, ვინ არის აგრესორი და ვინ ეწინააღმდეგება აგრესიას“– ამბობს ის.

უკრაინა2-300x211.pngმინსკის შეთანხმება, რომლის შესრულების შემთხვევაში დონბასის უკონტროლო ტერიტორიები კიევის კონტროლის ქვეშ უნდა გადასულიყო, ნებისმიერი უკრაინული ხელისუფლებისთვის არასტაბილურობის ფაქტორი იყო საზოგადოებაში მუდმივ უთანხმოებას იწვევდა, კერძოდ, სეპარატისტების ამნისტიის და ამ ტერიტორიების სტატუსის საკითხი, რაც პროტესტის და პოლიტიკური რყევების რისკს ქმნიდა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ უკრაინისთვის ეს მუდმივი მძიმე ტვირთი იყო, რაც მთელ პოლიტიკურ სისტემას არასტაბილურობაში ამყოფებდა. რუსეთს შეეძლო მშვიდად დალოდებოდა საკუთარ დროს, მაგრამ როგორც ჩანს პუტინს ნერვებმა ვერ გაუძლო – თვლიან ექსპერტები.

“პრინციპში, ამ აღიარებით პუტინმა საკუთარ ფეხებში ისროლა, მაგრამ ასევე აწია ფსონები აშშ–სა და რუსეთს შორის უსაფრთხოების შესახებ სტრატეგიული მოლაპარაკებების წინ“ – თვლის ანალიტიკოსი ანატოლი ოკტისიუკი.

  1. შუალედური სცენარი

ამ სცენარით ამჟამინდელ გამყოფ ხაზზე მუდმივად ნარჩუნდება დაძაბულობა, პერიოდულად ხდება სროლები და დივერსიები, რომლებიც მუდმივ საფრთხეს ქმნის, რომ რუსეთი წუთი–წუთზე გადაწყვეტს სამხედრო გზით გააფართოვოს სეპარატისტული წარმონაქმნების საზღვრები, ან ყირიმის მიმართულებით სახმელეთო გზის გაკვალვა გადაწყვიტოს.

ამგვარი სცენარით რუსეთი უკვე მოქმედებს საქართველოს დანარჩენ ტერიტორიასა და თვითაღიარებულ “სამხრეთ ოსეთს“ შორის გამყოფ ხაზზე. – წერს გამოცემა “ევროპეისკაია პრავდას“ მთავარი რედაქტორი სერგეი სიდორენკო.

“ოკუპირებული ტერიტორიის ადმინისტრაციული საზღვარი მუდმივად იცვლება, საქართველოს სიღრმეში ინაცვლებს, და თბილისში არ იციან, რა მოუხერხონ ამას, რადგან არ უნდათ რუს სამხედროებთან ღია ბრძოლაში შევიდნენ, რომლებიც ამ საზღვარს იცავენ. ეს კი ქართველი ამომრჩევლის გაბრაზებას იწვევს და დამატებით საფუძველს უქმნის საქართველოში პოლიტიკურ დაძაბულობას“ – ამბობს ჟურნალისტი.

  1. ნეგატიური სცენარი

ეს სცენარი გულისხმობს რუსეთსა და უკრაინას შორის ღია სამხედრო დაპირისპირებას , რაც ექსპერტების აზრით ყველაზე დიდი რისკია სამომავლოდ. ამ სცენარს მოჰყვება ახალი მსხვერპლი და ნგრევა, ტერიტორიების დაკარგვა, უკრაინისთვის არახელსაყრელი შეთანხმებები, რომლებზეც ქვეყანას ზეწოლის ქვეშ წასვლა მოუწევს და რომლებმაც შეიძლება ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობა გამოიწვიოს.

რუსეთის ყველაზე რეალურ გეგმად ამ ეტაპზე გამოიყურება “ძალის გამოყენებით “დამოუკიდებელი რესპუბლიკების“ საზვრების გაფართოება დონეცკისა და ლუგანსკის ოლექბის ფარგლებში“– თვლის რაზუმოვსკის სახელობის საერთაშორისო პოლიტიკის და უსაფრთხოების ანალიტიკური ცენტრის თანადირექტორი, ალექსეი მელნიკი.

უკრაინა1-300x169.png“უკრაინას სავარაუდოდ წაუყენებენ ულტიმატუმს – გაიყვანოს ჯარები. თუ უკრაინა ამ ულტიმატუმზე არ წავა და პოზიციებს შეინარჩუნებს, მაშინ საქმეში რუსეთი სრული ძალით ჩაერთვება“– ამბობს ის.

“არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც მარიუპოლისთვის ბრძოლები გაიმართოს, ან შეტაკებები მთელ ტერიტორიაზე, მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ ეს სცენარი სამხრეთში დაიწყება და უკრაინას ტერიტორიის კიდევ ერთ ნაწილს ჩამოაჭრიან, რა თქმა უნდა, უდიდესი მსხვერპლის და ინფრასტრუქტურის დანგრევის ხარჯზე“– პროგნოზირებს ექსპერტი.

თუ უკრაინის ხელისუფლება რუსეთის მოთხოვნებს დათანხმდება და ჯარებს გაიყვანს ომის თავიდან ასაცილებლად, ამან შეიძლება საზოგადოებაში წინააღმდეგობა გამოიწვიოს და მთელი ქვეყნის მაშტაბით ხელისუფლების დესტაბილიზაცია მოჰყვეს.

ახალი შეიარაღებული დაპირისპირება უკრაინასა და რუსეთს შორის ამ ვითარებაში გარდაუვლად მიაჩნია ცენტრ “ახალი ევროპის“ დირექტორის მოადგილეს,  სერგეი სოლოდკის. მთავარი კითხვა მისთვის იმაში მდგომარეობს, თუ როდის მოხდება ეს.

“პუტინის გამოსვლა, როცა მან “რესპუბლიკების“ დამოუკიდებლობა აღიარა, არ ეძღვნებოდა დონბასს, ის არ ეძღვნებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებს, ის უკრაინას ეძღვნებოდა. გიჟური მოსაზრებების, ტყუილის და ინსინუაციების ბუკეტი, რომლითაც პუტნი ოპერირებდა ადასტურებს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს  რაღაც უფრო სერიოზულის დასაწყისთან. ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ეს უახლოეს დღეებში ან წლებში, მაგრამ ჩვენ ამას ნამდვილად დავინახავთ, თუ ის დროზე არ შევაჩერეთ“– ამბობს ექსპერტი.

ბიბისი–ს უკრაინის ბიუროს მიერ გამოკითხული ექსპერტები თანხმდებიან, რომ სცენარი, რომლითაც რუსეთი იმოქმედებს პირველ რიგში დასავლეთზე და საფრთხის წინაშე მის გადამწყვეტ ქმედებებზეა დამოკიდებული.

უკრაინა5-241x300.png“შესაძლოა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის მაშტაბური ესკალაცია ეს არის კიევის დამბომბვა, მაგრამ ჩვენთვის ესკალაცია დღეს უკვე არსებობს, არსებობს შეჭრის აქტი და აგრესიის ფაქტი, და მე არ მესმის ეს საუბრები. არის ეს უკვე მაშტაბური ესკალაცია თუ კიდევ რამეს უნდა ველოდოთ“ – ამბობს ალექსეი მელნიკი.

დასავლეთი რამდენიმე თვე აფრთხილებდა უკრაინას, რომ რუსეთი დიდ შეჭრას ამზადებდა. ასევე პირობას დებდა, რომ მოსკოვი ახალი აგრესიისთვის “დიდ ფასს გადაიხდიდა.“

დონბასში მარიონეტული წარმონაქმნების აღიარების გადაწყვეტილების შემდეგ გერმანიამ უკვე განაცხადა, რომ გაზსადენ “ჩრდილოეთ ნაკადი2“–ის სერთიფიცირებას აჩერებს, აშშ–მ ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა კი სანქციების ახალი პაკეტი შემოიღეს.

თუმცა, ალესეი გარანი აკრიტიკებს ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, შემოიღოს სანქციების პაკეტი თვითაღიარებული წარმონაქმნების წინააღმდეგ.

“ეს გამოიყურება როგორც დაცინვა, რომ თითქოს დონეცკში და ლუგანსკში ამერიკული ინვესტიციები არ იქნება. ჩვენ სერიოზულ ქმედებებს ველოდებით. თუ არ იქნება სერიოზული პასუხი, პუტინი უფრო შორს წავა და მთელი დონბასის აღებას შეეცდება“– ამბობს ის.

უკრაინელი ექსპერტები თვლიან, რომ დასავლეთმა არასტანდარტულად უნდა იმოქმედოს და ძველ სქემებს არ უნდა გაჰყვეს, სანქციები უკიდურესად დამაზიანებელი და მტკივნეული უნდა იყოს და პირადად პუტინს, მის ოჯახს და უახლოეს გარემოცვას უნდა შეეხოს. მათი აზრით, არსენალი ძალიან დიდია.

ექსპერტების აზრით, პუტინს მკაცრი პასუხის რეალური საფრთხე რომ გასულ კვირას დაენახა, შესაძლოა შეჩერებულიყო, თუმცა მან დაინახა შიში და ამ პრობლემის მიჩუმათების სურვილი, და ამიტომაც მოქმედება გადაწყვიტა.

ასიმეტრიულ პასუხად შეიძლება იქცეს დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის უსაფრთხოების მყარი გარანტიების მიცემა, რომლებიც უკვე ახლა და აქ ამოქმედდება –თვლის ანალიტიკოსი ანატოლი ოკტისიუკი. მისი აზრით, ეს შეიძლება იყოს მილიტარიზაცია ისრაელის მაგალითით, დაჩქარებული მიღება ევროკავშირში ან უსაფრთხოების გარანტიები აშშ–ს განსაკუთრებული პარტნიორობის ფარგლებში.

სერგეი სიდორენკოს აზრით, ამჟამინდელი კრიზისი უკრაინისთვის ნატოსთან უფრო მეტი დაახლოების და ბოლოს და ბოლოს, ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების შანსებსაც ქმნის.

“ნატოში უკვე ისმის დისკუსიები, როგორ შეცვალონ ვაშინგტონის შეთანხმება უკრაინის და საქართველოს ნატოში სამომავლო გაერთიანებისთვის ისე, რომ კოლექტიური თავდაცვა მხოლოდ ხელისუფლების მიერ კონტროლირებად, არაოკუპირებულ ტერიტორიებს შეეხოს“– ამბობს ის.

ის, რომ დასავლეთის თვალში კიევის მიერ არაკონტროლირებადი დონბასის რაიონები ოფიციალურად იქცნენ ოკუპირებულ ტერიტორიებად, შეიძლება უკრაინას დაეხმაროს ამ გზაზე, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამყოფი ხაზის დასტაბილურება მოხერხდა.

“მთავარია უკრაინის ხელისუფლება მიხვდეს, რომ მხოლოდ გეოპოლიტიკა ნატოში გასაწევრიანებლად არასაკმარისია. რეფორმებისა და კორუფციასთან ბრძოლის გარეშე ეს ოცნება აუსრულებელი დარჩება“– ამბობს სიდორენკო.

 

newsreport.ge/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...