პლანეტა.გე Posted February 23, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 23, 2022 “საქართველო უნდა შეუერთდეს სანქციებს და დააფიქსიროს პოზიცია “- პარტია ”დროაში” აცხადებენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები საქართველომაც უნდა დააწესოს. პარტიის წევრმა, ბათუ ქუთელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს იქნება შესაძლებლობა საქართველოს საკითხები გახდეს იმ დღის წესრიგის ნაწილი, რაც საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხით დგას.“ვთვლით აუცილებლად, რომ ამ სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველომ უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით, მიუერთდეს სანქციებს, სანქციების ყველა კომპონენტს – დაწყებული პიროვნული სანქციებით, ვინც მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მათ აღიარებას, ასევე, ისინი ვინც სარგებლობენ ფინანსური ინსტიტუტებით და სისტემურად არიან ჩართული რუსულ საგარეო და აგრესიულ სამხედრო პოლიტიკაში”, – ამბობს ბათუ ქუთელია. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts