პლანეტა.გე Posted February 21, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2022 ქართული ოცნების დეპუტატი ანრი ოხანაშვილი სახალხო დამცველისგან ითხოვს, გამოაქვეყნოს ეუთო/ოდირისთვის გაგზავნილი კითხვები, რათა ცხადი გახდეს, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოიტანა ეუთო/ოდირმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით ცვლილებებზე დასკვნები.ოხანაშვილის აზრით, შინაარსობრივად არასწორი, ან არასრული ინფორმაცია იქნა მიწოდებული ეუთო/ოდირისთვის, რაც დასტურდება დასკვნაში არსებული სამართლებრივი უზუსტობებით.“მაგალითად, დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ახლად შექმნილი ორი ახალი თანამდებობის პირთა არჩევის კვორუმი თითქოს შემცირდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და მარტივად გადამოწმებადია საქართველოს რეგლამენტში. დასკვნაში ასევე წერია, რომ თითქოს გაუქმდა ამ პირთა მიმართ საპარლამენტო კონტროლის განხორციელების მექანიზმები, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს”. – თქვა ოხანაშვილმა ბრიფინგზე. მისივე განცხადებით, დასკვნის მიხედვით, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიუკერძოებლობა და მიუკერძოებლობის აღქმა, ის პირები, ვისაც, მაგალითად, პოლიციის ან/და თავდაცვის უწყებებში მუშაობის მოჭარბებული სტაჟი აქვთ, სამსახურის უფროსის თანამდებობაზე არ უნდა იქნენ არჩეული.„აქედან ცხადი ხდება, რომ ეუთო/ოდირი პრაქტიკულად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჯერ კიდევ მოქმედი ხელმძღვანელობის ლეგიტიმაციას, მათი ამ გამოცდილებიდან გამომდინარე! საინტერესოა, იყო თუ არა ეუთო/ოდირისთვის საერთოდ მიწოდებული ინფორმაცია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჯერ კიდევ მოქმედ ხელმძღვანელობას შეეძლო ახალ კონკურსში შეუფერხებლად მონაწილეობის მიღება და რომ მათ აღნიშნული შესაძლებლობა არ გამოიყენეს!იმედია, სახალხო დამცველი იხელმძღვანელებს გამჭვირვალობის პრინციპით და გაასაჯაროებს მის მიერ ეუთო/ოდირისთვის გაგზავნილ შეკითხვებს, რათა ჩვენმა საზოგადოებამ ზუსტი და ობიექტური დასკვნები გამოიტანოს!“, – თქვა ანრი ოხანაშვილმა.ცნობისთვის, დღეს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ეუთო/ოდირისგან მიიღო დასკვნა, რომლის მიხედვით, ორგანიზაცია ითხოვს ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ ცვლილებების შეჩერებას. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts