პლანეტა.გე Posted February 21, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2022 “გაყიდე სადაც გინდა” – გარევაჭრობის აკრძალვის გასაპროტესტებლად “გირჩი – მეტი თავისუფლების” პოლიტიკოსებმა ვარკეთილის მეტროსთან დახლი დადგეს და წიგნებს ყიდიან.ადგილზე მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელიც მივიდა, რომელმაც პარტიის წევრები გააფრთხილა, რომ თუ ნივთებს გაყიდდნენ, დაჯარიმდებოდნენ.“მაშინ როცა ქვეყანაში რეკორდული ინფლაცია გვაქვს, კატასტროფულად იმატებს ფასები და ადამიანების შემოსავალი კი მცირდება, თბილისის მერიის გამგეობის თანამშრომლებმა ვარკეთილში მოვაჭრეებს დახლების გაშლის საშუალება არ მისცეს.გვეუბნებიან, თითქოს მიდის მოლაპარაკება, რომ სხვაგან მისცენ ვაჭრობის ნება, თუმცა არავინ იცის, რატომ არ შეიძლება მოლაპარაკების პროცესში ეს ადამიანები ვაჭრობდნენ და მშივრები არ იყვნენ. ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მოტივით გარემოვაჭრეებისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროს მოსპობა ამორალურია”,– აცხადებს პარტია.ცნობისთვის, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე გარევაჭრობა აიკრძალა. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts