Jump to content
Planeta.Ge

newsreport.ge/ საოკუპაციო ძალებმა 72-ჯერ დაარღვიეს შეთანხმება, დაიჭრა 1 უკრაინელი სამხედრო – უკრაინა


Recommended Posts

უკრაინის გაერთიანებული ძალების განცხადებით, 21 თებერვლის, 07:00 საათის მდგომარეობით საოკუპაციო ძალებმა 72-ჯერ გამოიყენეს მინსკის შეთანხმებით აკრძალული შეიარაღება, რის შედეგადაც ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიჭრა.

“გასული 24 საათის განმავლობაში, 20 თებერვალს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ფორმირებების მხრიდან დაფიქსირდა 80 დარღვევა, მათგან 72 შემთხვევაში გამოყენებული იყო მინსკის შეთანხმებით აკრძალული შეიარაღება.

ჭურვის შედეგად ერთმა სამხედრომ საშუალო სიმძიმის ჭრილობები მიიღო და ის სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება. ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მიმდინარე დღის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დააფიქსირეს 8 დარღვევა, მათგან 8 მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღის გამოყენებით,” – ვკითხულობთ განცხადებაში.

გაერთიანებული ძალების ცნობით, მოკავშირეთა ძალები აკვირდებიან სიტუაციას და ადეკვატურად რეაგირებენ მტრის პოტენციურ საფრთხეებზე.

“მოკავშირეთა ძალების ქვედანაყოფები აგრძელებენ გარკვეული დავალებების შესრულებას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის მოსაგერიებლად და აღკვეთის მიზნით”,– აღნიშნავს უკრაინა.

 

newsreport.ge/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...