პლანეტა.გე Posted February 19, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 19, 2022 რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ყოველწლიურ განკარგულებას, რომელიც რეზერვში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამხედრო წვრთნებში გაწვევას ითვალისწინებს. ინფორმაცია რუსული მედია ავრცელებს.“რეზერვში მყოფი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები გამოძახებული არიან სამხედრო წვრთნების გასავლელად რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში, ეროვნული გვარდიის ჯარებში, სახელმწიფო უსაფრთხოების უწყებებსა და უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში”, – ნათქვამია დოკუმენტში.განკარგულებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის მთავრობასა და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს დაევალათ უზრუნველყონ სამხედრო წვრთნაზე მოქალაქეების გაწვევასთან და წვრთნების ჩატარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts