Jump to content
Planeta.Ge

newsreport.ge/ სახლებს ააფეთქებენ თუ ავტობუსს, არ ვიცი, მაგრამ ისინი პროვოკაციებს აწყობენ – უკრაინის უშიშროება


Recommended Posts

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი  ამბობს, რომ რუსეთი საკუთარი მხარდაჭერილი სეპარატისტების გამოყენებით, პროვოკაციების მოწყობას გეგმავს.

„ჩვენი ინფორმაციით, ადგილზე რუსეთის წარმომადგენლები მოახდენენ სხვადასხვა ქმედებების პროვოცირებას. ვერ ვიტყვით, რას გააკეთებენ, ააფეთქებენ თუ არა ავტობუსებს, რომლითაც ადამიანების ევაკუაციას როსტოვში ახდენენ. ან ააფეთქებენ თუ არა სახლებს. ჩვენ კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ასეთი რამე თუ მოხდება, ჩვენ მასთან არანაირი კავშირი არ გვექნება,“- ამბობს დანილოვი.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ასევე გამოეხმაურა მოსკოვის შეთავაზებას, რომ კიევმა პირდაპირი მოლაპარაკებები გამართოს დონეცკისა და ლუჰანსკის წარმომადგენლებთან, პრორუს სეპარატისტებთან, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიას ბოლო წლების განმავლობაში აკონტროლებენ.

„ჩვენ გვესმის, რომ ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია მოლაპარაკება რუსეთთან და არა ადამიანებთან, რომლებიც არ არიან დამოუკიდებლები და რომლებსაც არ შეუძლიათ მიიღონ დამოუკიდებელი გადწყვეტილებები,“- თქვა დანილოვმა.

წყარო : ამერიკის ხმა

 

newsreport.ge/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...