პლანეტა.გე Posted February 19, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 19, 2022 სამწუხაროდ რუსეთის მტკიცების მიუხედავად, ახლა მზად ყოფნაშია რუსეთის ძალების 150 000 სამხედრო, მძიმე შეიარაღებით და დამხმარე ტექნიკით, რომელსაც სწრაფად შეჭრა შეუძლიათ – ამის შესახებ, საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, რაიან ჰარისმა განაცხადა.”დეკემბრიდან მსოფლიომ იხილა რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებთან სამხედრო მობილიზება. ქართველები რუსეთს კარგად იცნობთ, თქვენ იცით რომ რუსეთის აგრესია ახალი არ არის. როგორც უკრაინაში და მოლდოვაში რუსეთს საქართველოშიც აქვს ტერიტორიები ოკუპირებული. თქვენ იცით რუსეთის აგრესიის შემზარავი ადამიანური ფასი. ამ კვირის დასაწყისში რუსეთის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ ისინი სიტუაციის დეესკალაციისა და სამხედრო ძალების გაყვანას აპირებდნენ, თუმცა რუსეთის ქმედებები არ შეესაბამება მათ სიტყვებს. ქართველებმა ყველაზე კარგად იცით რუსეთის ცარიელი დაპირებების შესახებ, ეს საკუთარმა ისტორიამ გასწავლათ, 1801 წელს, 1921 წელს და 2008 წელს, როგორც სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა თქვა მოქმედებები სიტყვებზე ხმამაღლა მოქმედებს. სამწუხაროდ რუსეთის მტკიცების მიუხედავად, ახლა მზად ყოფნაშია რუსეთის ძალების 150 000 სამხედრო, მძიმე შეიარაღებით და დამხმარე ტექნიკით, რომელსაც სწრაფად შეჭრა შეუძლიათ. ზუსტად არ ვიცით როგორ განვითარდება მოვლენები თუმცა ვუშვებთ რომ რუსეთი შეეცდება შექმნას საბაბი თავდაცვისთვის. ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორებიც იგივეს ხედავენ. ” – განაცხადა ელჩმა. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts