პლანეტა.გე Posted February 17, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2022 ლონდონის პოლიციამ განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრის, პრინცი ჩარლზის საქველმოქმედო ფონდის წინააღმდეგ. საქმე ეხება იმას, რომ ფონდის ხელმძღვანელები შესაძლოა დაეხმარნენ ბრიტანეთის იმპერიის ორდენის მიღებაში მათ დონორს, საუდელ მილიარდერს.პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიება დაიწყო კანონის მიხედვით, რომელიც სახელმწიფო ჯილდოებთან დაკავშირებით უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენებას ეხება. გადაწყვეტილება საქმის აღძვრის შესახებ შარშანდელი ინფორმაციის შეფასების შემდეგ მიიღეს იმის თაობაზე, რომ პრინცის ფონდის ხელმძღვანელი საუდის არაბეთის მოქალაქეს ჯილდოს, შემდეგ კი ბრიტანეთის მოქალაქეობის მიღებაში დახმარებას სთავაზობდა.პოლიცია ხაზს უსვამს, რომ არანაირი ფორმალური დაკითხვა და მითუმეტეს დაპატიმრება ამ საქმეზე ჯერ არ მომხდარა.თავად ფონდი საქმის კომენტირებაზე უარს აცხადებს იმ მიზეზით, რომ მიმდინარეობს ოფიციალური გამოძიება. მანამდე კი ირწმუნებოდნენ, რომ თავად უელსის პრინცს ამ შემთხვევასთან არანაირი კავშირი არ აქვს.გასული წლის სექტემბერში რამდენიმე ბრიტანულმა გაზეთმა მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრინცი ჩარლზის ყოფილი პირადი თანაშემწე, შემდეგ კი მისი ფონდის დირექტორი, მაიკ ფოსეტი საუდელ ბიზნესმენს მახფუზ მარეი მუბარაქ ბინ მახფუზს დაეხმარა ბრიტანეთის იმპერიის ორდენის მფლობელი გამხდარიყო, შემდეგ კი კონფიდენციალურ წერილში პირდებოდა, რომ ბრიტანეთის მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარებოდა.ორდენი ჩარლზმა საუდელ მილიარდერს 2016 წელს გადასცა, წერილი კი, რომელიც გაზეთებმა მოიპოვეს ფოსეტმა 2017 წელს დაწერა.თავად მილიარდერი ამბობს, რომ არაფერი უკანონო არ ჩაუდენია. გაზეთ Sunday Times–ის ცნობით, მან დიდი თანხები შესწირა სარესტავრაციო პროექტებს, რომლებზეც განსაკუთრებით ზრუნავდა თავად პრინცი ჩარლზი.პრინცის პრესსამსახურის მტკიცებით, მან არაფერი იცოდა იმის შესახებ, რომ მისი ფონდისთვის შეწირული თანხების გამო ვინმეს ორდენს ან ბრიტანეთის მოქალაქეობას დაპირდნენ.ჩარლზი ფონდის თავმჯდომარეა, თუმცა მის ყოველდღიურ საქმიანობას არ ხელმძღვანელობს. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts