Jump to content
Planeta.Ge

newsreport.ge/ 4 მიზეზი რატომ დაერიცხათ მომხმარებლებს გაზრდილი საფასური დენზე – თელმიკოს განცხადება


Recommended Posts

კომპანია “თელმიკო” მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის საფასური ზედმეტობით დაერიცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და 4 მიზეზს ასახელებს.

“იანვრის თვეში რიგ შემთხვევებში მართლაც დაფიქსირდა დარიცხვების ზრდა და ეს რამდენიმე ფაქტორთანაა დაკავშირებული. უპირველეს ყოვლისა, ეს არის:

  • ელექტროენერგიის აღრიცხვის ახალ წესზე გადასვლა 2022 წლიდან და ამასთან დაკავშირებით მეორე ქვითრის გაგზავნა დეკემბრის მოხმარების ნაშთზე;
  • ცვლილებები სახელმწიფო სუბსიდიების სისტემაში თბილისში, 2022 წლის იანვრიდან;
  • საშუალო თვიური მოხმარებიდან გამომდინარე, დეპოზიტების აქტუალიზაცია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც ადრე რეგულარულად არღვევდნენ გადახდის ვადას;
  • იანვრის თვის ქვითარში წინა პერიოდების დავალიანების ასახვა.

 

შპს „თელმიკო“ მომხმარებელთა თითოეულ მომართვაზე ინდივიდუალურად მუშაობს. სს „თელასთან“ ერთად ხდება ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის რეგულარული შემოწმება და ანალიზი, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ეძლევათ გადახდის გადავადების შესაძლებლობა, ხდება მხარდაჭერის სხვა ზომების მიღებაც.

 

გულწრფელად ვწუხვართ, რომ მომხდარმა ცვლილებებმა უხერხულობა გამოიწვია და მზად ვართ, მხარდაჭერა აღმოუჩინოთ თითოეულ მომხმარებელს.”, – წერია განცხადებაში.

 

newsreport.ge/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...