Jump to content
Planeta.Ge

newsreport.ge/ რამდენჯერაც მოხვედით პარლამენტში, ლარი გამყრადა, ასეთი რა ჯადო გაქვთ?! – გოცირიძე ფინანსთა მინისტრს


Recommended Posts

“რამდენჯერაც მოხვედით პარლამენტში თქვენ და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გაუფასურებული ლარი მყარდება, ასეთი რა ჯადო გაქვთ?!” –  ასე მიმართა,  ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ პარლამენტში,  ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს, რომელსაც პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში უსმენენ.

„დღეს რა შეიძლება გაუხარდეს საქართველოში თითოეულ მოქალაქეს, რა თქმა უნდა, ლარის გამყარება. გახარებული ველოდი თქვენს მოსვლას, ბატონო მინისტრო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ლარი გამყარდებოდა დღეს. რამდენჯერაც მოხვედით პარლამენტში და რამდენჯერაც მოვიდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გაუფასურებული ლარი მყარდება. რა ასეთი ჯადო გაქვთ, რომ თქვენი აქ შემოსვლა მომენტალურად გადაეცემა ფინანსურ ბაზარს? არ ვიცი ეს თქვენი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ჯადოს დამსახურებაა თუ სხვა რამისა, მაგრამ ეროვნულ ბანკს ახლა ოფიციალურად მივმართავ, დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს ინტერვენციების ის რაოდენობა, რომელსაც ის აწარმოებს სავალუტო ბირჟის მიღმა. ეს არის გასაიდუმლოებული, შემდეგ თვენახევრის მერე ვიგებთ საერთო დაჯამებულ რაოდენობას, ოღონდ არ ვიცით, როდის განახორციელა მცირეოდენი ინტერვენციები, რომელიც ლარის რყევებზე გავლენას ახდენს. თუ მხოლოდ პოლიტიკური დადებითი ფონის შექმნისთვის კეთდება ეს, ჯანდაბას, კიდევ არაუშავს, მაგრამ ასეთი სწრაფი გამყარება და ხტუნაობა შესაძლებელია ბევრ სხვა ეჭვებსაც აღძრავდეს,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

newsreport.ge/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...