პლანეტა.გე Posted February 15, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2022 ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ პარტიის გადაწყვეტილებით, ბადრი ჯაფარიძე რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება.ხაზარაძე რუსთავის მოსახლეობასა და ოპოზიციურ პარტიებს ბადრი ჯაფარიძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.„იწყება ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის. ეს არის პრინციპული ბრძოლა. ამიტომ, ჩვენი პარტიის გადაწყვეტილებით, ბადრი ჯაფარიძე იქნება წარდგენილი რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად შუალედურ არჩევნებში, იმისათვის, რომ დავუმტკიცოთ, რომ ძალა არის ხალხის ხელში. იმისათვის, რომ დავამტკიცოთ, რომ მანდატზე კი არაა საუბარი, რომ ცვლილება შეგვიძლია. მე მინდა მივმართო რუსთაველებს: ეს არის პრინციპული ბრძოლა”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.შუალედური არჩევნები 2 აპრილს გაიმართება რუსთავსა და ბათუმში. ამის მიზეზი ის არის, რომ პარლამენტი ნინო ლაცაბიძემ დატოვა, რადგან ის რუსთავის მერი გახდა, ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი, ნუგზარ ფუტკარაძე კი გარდაიცვალა.რუსთავში ოცნების კანდიდატი ირაკლი შატაკიშვილი იქნება, ბათუმში კი რამაზ ჯინჭარაძე. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts