პლანეტა.გე Posted February 15, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2022 “ახლა დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას, დაუჭერს თუ არა ნაცმოძრაობა მხარს ბადრი ჯაფარიძეს. მე მგონია, რომ დაუჭერს, იმიტომ, რომ ეს ერთი ორგანიზმია. ამ შემთხვევაშიც 0 იქნება მისი შანსები, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს. მე ვფიქრობ, რომ თუ სხვა ოპოზიციური კანდიდატები დააყენებენ, კიდევ უფრო ნაკლები შანსია, 0-ს ქვემოთ შანსია მისი წარმატების. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლის იურიდიული საფუძველი და პოლიტიკური მიზანშეწონილობა კარგად ავუხსენი და, მგონი, ბოლოს გაიგეს, ამ ჩვენს გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ დაადასტურებს და ბეჭედს დაუსვამს რუსთავის საზოგადოება”ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, მამუკა მდინარაძე შუალედურ არჩევნებზე, რუსთავში ბადრი ჯაფარიძის კანდიდატობაზე. შუალედური არჩევნები 2 აპრილს გაიმართება რუსთავსა და ბათუმში. რუსთავში ოცნების კანდიდატი ირაკლი შატაკიშვილი იქნება. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts