Jump to content
Planeta.Ge

newsreport.ge/ მდინარაძის თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლება უკრაინაში ჩასვლას არ გეგმავს


Recommended Posts

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ ეტაპზე უკრაინაში მხარდაჭერის გამოსაცხადებლად ჩასვლას არ გეგმავს.

ოპოზიცია ისე გავარდა უკრაინაში, უკან არ მოუხედავს და არაფერი უკითხავს არცერთს. ეს მორალური მხარეა ამ ყველაფრის. როდესაც რეზოლუციაზე ვმსჯელობდით, გამოთქვეს პრეტენზია, რომ მათი თანამონაწილეობა არ იყო გათვალისწინებული, „ნაცებმა“ გააკეთეს ეს. უკრაინაში ისე წავიდნენ, რომ უკან არ მოუხედავთ. მათი მხრიდან პრეტენზიებს და არგუმენტებს ვერ მივიღებთ. არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა ქვეყნის საგარეო უწყებები ყველაფერს აკეთებენ, რომ ინტენსიური დაკვირვების რეჟიმში თავის მოქალაქეებზე იზრუნონ და საჭიროების შემთხვევაში ისინი სხვადასხვა რისკის შესახებ გააფრთხილონ. ჩვენი საგარეო უწყებაც ამას აკეთებს, ცხელი ხაზი მუშაობს. ყველა ნაბიჯს ვდგამთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან სრულ კოორდინაციაში და აქედან გამომდინარე ვმოქმედებთ. ყველას აქვს იმის მოლოდინი, რომ რაღაც რადიკალური და ხისტი უნდა გავაკეთოთ – ამას არავინ აპირებს, ასე არავინ იქცევა, ვინც პასუხისმგებლობაზე ფიქრობს“,- განაცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.

 

newsreport.ge/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...