პლანეტა.გე Posted February 11, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 11, 2022 აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ რუსეთი უკრაინაში შეიძლება ნებისმიერ დროს შეიჭრას და მისი საზღვრების მახლობლად კიდევ უფრო მეტ ჯარს მოუყარა თავი. შეჭრა შესაძლოა თებერვალში, ზამთრის ოლიმპიადის დასრულებამდეც კი მოხდეს.“ჩვენ ვიმყოფებით პერიოდში, როცა შეჭრა, ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოხდეს. ნათლად რომ ვთქვათ, ოლიმპიადის განმავლობაშიც“ – განაცხადა ავსტრალიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ენტონი ბლინკენმა.პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშები 20 თეებერვალს სრულდება.კერძო ამერიკული კომპანიის Maxar Technologies მიერ გამოქვეყნებული კომერციული სატელიტური სურათები, უკრაინის მახლობლად, რამდენიმე ადგილზე რუსეთის ახალ სამხედრო განლაგებას აჩვენებს.კერძო ამერიკული კომპანიის მიერ გადაღებულ ფოტოებს სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს, თუმცა აცხადებს, რომ მათი დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ შეძლო.კომპანიის Maxar Technologies ფოტოების მიხედვით, რომელიც მათი განცხადებით, ოთხშაბათს არის გადაღებული, მოსკოვმა დასავლეთ რუსეთში ახალი ძალები განალაგა, ასევე ბელარუსსა და 2014 წელს, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში.კომპანია აცხადებს, რომ ანექსირებული ყირიმის აეროდრომზე, 550 ახალი სამხედრო კარავი და ასობით მანქანა დააფქსირა. ამასთან, უკრაინის საზღვრიდან 25 კილომეტრზე ნაკლებ დისტანციაზე, ბელარუსში, კომპანიის მტკიცებით, დამატებითი ჯარები, სამხედრო მანქანები და ვერტმფრენები ფიქსირდება.მოსკოვი აცხადებს, რომ სრული უფლება აქვს, თავისი ჯარები, საკუთარ ტერიტორიაზე, სურვილისამებრ გადაადგილოს და ისინი გარე საფრთხეს არ წარმოადგენს.პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინაში მყოფი ამერიკელები გააფრთხილა, რომ ქვეყანა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ. მისი თქმით, რუსული თავდასხმის შემთხვევაში, ის უკრაინაში ამერიკის მოქალაქეების გადასარჩენად ჯარს არ გააგზავნის.„ენ-ბი-სისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, პრეზიდენტი ბაიდენი ამბობს, რომ მოვლენები შესაძლოა ძალიან სწრაფად განვითარდეს. საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდეს ნიდერლანდებმა, სამხრეთ კორეამ და იაპონიამ, მოგვიანებით ბრიტანეთმაც.რუსეთს, უკრაინის საზღვრებზე უკვე განლაგებული ჰყავს 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი და სამხედრო ტექნიკა. ამასთან, ის სამხედრო წვრთნებს ატარებს მეზობელ ბელარუსში და შავ ზღვაზე.მოსკოვი უარყოფს, რომ უკრაინაში შეჭრას გეგმავს მაგრამ, ამბობს, რომ შესაძლოა დაუზუსტებელ „სამხედრო-ტექნიკურ“ ქმედებას მიმართოს, თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მათ შორის არის ნატოს მიერ წერილობითი დადასტურება , რომ უკრაინა და საქართველო არასდროს გახდებიან ალიანსის წევრები. ამას გარდა, კრემლი ითხოვს, ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა აღმოსავლეთ ევროპიდან ძალები გაიყვანოს.რუსეთმა „უსაფრთხოების მოთხოვნებზე“ ჯერ ვაშინგტონის, ახლა კი ევროკავშირისა და ნატოს ერთობლივი პასუხი მიიღო. დასავლეთი აცხადებს, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა არ შეიცვლება. ამასთან, კრიზისის საპასუხოდ, ალიანსი აღმოსავლეთ ფლანგს აძლიერებს.კერძო ამერიკული კომპანიის მიერ გადაღებულ ფოტოებს სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს, თუმცა აცხადებს, რომ მათი დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ შეძლო.კომპანიის Maxar Technologies ფოტოების მიხედვით, რომელიც მათი განცხადებით, ოთხშაბათს არის გადაღებული, მოსკოვმა დასავლეთ რუსეთში ახალი ძალები განალაგა, ასევე ბელარუსსა და 2014 წელს, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში.კომპანია აცხადებს, რომ ანექსირებული ყირიმის აეროდრომზე, 550 ახალი სამხედრო კარავი და ასობით მანქანა დააფქსირა. ამასთან, უკრაინის საზღვრიდან 25 კილომეტრზე ნაკლებ დისტანციაზე, ბელარუსში, კომპანიის მტკიცებით, დამატებითი ჯარები, სამხედრო მანქანები და ვერტმფრენები ფიქსირდება.მოსკოვი აცხადებს, რომ სრული უფლება აქვს, თავისი ჯარები, საკუთარ ტერიტორიაზე, სურვილისამებრ გადაადგილოს და ისინი გარე საფრთხეს არ წარმოადგენს.წყარო: როიტერი newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts