პლანეტა.გე Posted February 8, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 8, 2022 “ადამიანურად გეუბნებით, მე ვიჯდე ახლა ციხეში და მიხეილ სააკაშვილი იჯდეს პარტია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის კაბინეტში, ადამიანურად მართლა მირჩევნია. მაზოხისტი ხომ არა ვარ, რომ ვიღაცა სუს-ის მიერ აგორებული ტალღების შხეფები მესხმებოდეს. ჩემს ადგილას წარმოიდგინეთ თავი, ბევრი გამოწვევა გაქვს და ამხელა მასშტაბის ადამიანი ტყვეობაში და მოლოდინი აქვთ ადამიანების ნაწილს, რომ შენ იქცევი სპაიდერმენად და საათ-ნახევარში დავგეგმო რაღაც სპეცოპერაცია და გამოვიყვანო მიხეილ სააკაშვილი. ადამიანურად მირჩევნია, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს გარეთ, მე ვიყო შიგნით და ის მუშაობდეს ჩემს გამოყვანაზე. ეგოისტურად? კიბატონო, ეგოისტურად, პოლიტიკურადაც, ადამიანურადაც”თქვა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მთავარი არხის ეთერში. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts