პლანეტა.გე Posted February 8, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 8, 2022 “ახლა მექანიკური ლაპარაკი ქოლგებზე, ვინ ვისთან როგორ უნდა დაჯგუფდეს, ჩემთვის აბსოლუტურად… მე ვინ მეკითხება, ვინ რას იტყვის, მაგრამ პოლიტიკურ რეალურ ამოცანებში მე ამას აბსოლუტურად ვერ ვხედავ. გამარჯვების ალგორითმი არის პოლიტიკური პარტიების გაზრდა, ენმ იქნება ეს, დროა თუ ლელო. უპირველესი ამოცანა არის ეს.[…] არჩევნების წინ, რა თქმა უნდა, პარტიები დასხდებიან და თავისი ზომის, წონის თუ გავლენის მიხედვით კონფიგურაციაზე შეთანხმდებიან. ოღონდ კონფიგურაციის ფორმა არის კოალიცია. მე დღეს მოვისმინე რაღაცა ქოლგა, ქვემოთ პატარა ფრაქცია – კოალიცია პრინციპულად ნიშნავს არა ვინმეს ზემოდან და ვინმეს ქვემოდან ყოფნას, არამედ კოალიციური შეთანხმებას, რომ ერთი არ დომინირებდეს. ყველას შეუძლია, ყველანაირ კონფიგურაციაზე ისაუბროს, მაგრამ დღეს კონფიგურაციების პრობლემა არ გვაქვს”ასე აფასებს დროას ლიდერი ელენე ხოშტარია გიგი უგულავას ინიციატივას TV პირველის ეთერში. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts