პლანეტა.გე Posted February 8, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 8, 2022 “ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის, მიუხედავად ამისა, გუშინ ბრიფინგი გააკეთა ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა. ძალიან სასაცილო ხალხია, რბილად რომ ვთქვათ. როცა კომისიის ხელმძღვანელი გამოდის და დაბეჯითებით ამბობს, რომ ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის და ბრიფინგს აკეთებ და არიქა, ხალხო, მივიდეთ მარეგულირებელ კომისიასთან, თორემ ტარიფები იზრდებაო, არ ვიცი, რას ემსახურება. რატომღაც ჰგონიათ, რომ ხალხს ამით მოატყუებენ და დამატებით დივიდენდებს მიიღებენ. კოტრდება ეს ხალხი, ლეიბორისტულ და ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას ვგულისხმობ და მაინც იმას ებღაუჭებიან, რომ ვიღაცების ხმები ასეთი აბსურდული განცხადებებით ჩაიწერონ, მაგრამ ამას ვერ მიიღებენ, ხალხი გონიერია, ბრძენია.რაც შეეხება ტარიფების ზრდას, კიდევ ერთხელ ვამბობ, ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის და ნუ შეწუხდებით, მეგობრებო, ნუ მოხვალთ მარეგულირებელი კომისიის ოფისთან, ამით ვერაფერს ვერ მიაღწევთ და ვერც ხმებს მიიღებთ. პოლიტიკური ოპონენტი არა, მაგრამ ოპონენტი ვარ მათი. ჩვენ ტარიფები დროებით გვქონდა დადგენილი, ვინაიდან ელექტრონული ბაზარი უნდა გახსნილიყო პირველი მარტიდან, მაგრამ ჩვენი რეკომენდაციის საფუძველზე ბაზრის გახსნა გადაიწევს და შესაბამისად ეს დროებითი ტარიფები, რაც გვქონდა დადგენილი, უნდა გადავაგრძელოთ. უბრალოდ იურიდიული დოკუმენტის მიღება მოხდება და მოქმედი ტარიფების გადაგრძელება, ვადის გაგრძელება ხდება. შესაბამისად, არც გადაანგარიშებას ვაპირებთ ამ ეტაპზე და მითუმეტეს ზრდაზეც საუბარი ზედმეტია”განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ფორმულას ეთერში. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.