პლანეტა.გე Posted February 8, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 8, 2022 “არანაირ ქოლგაში ნაციონალური მოძრაობის ქვეშ არც კი მოვიზარებ [თავს] და არამგონია რომ ისინიც ამას მოიაზრებენ, საერთოდ არ მესმის, საიდან მოვიდა ეს აზრი. ამ ტიპის გამსხვილება, პოლარიზაცია იყო და არის ივანიშვილის რეჟიმის ინტერესში, რაც გვაჩვენა შედეგებმა. ყველა ვითარებაში, როცა ხდებოდა ამ ტიპის პოლარიზაცია, გაკრეფვა, ასე ვთქვათ, ეს არის ის, რაც სჭირდება ივანიშვილის რეჟიმს, ამაზე აგებს თავის სტრატეგიას და რატომ უნდა შევუწყვოთ ამაში ხელი? როცა მომავალი არჩევნები პროპორციულია.იმის დემონსტრირება, რომ არაფერს მნიშვნელობა არ აქვს და ისე, უბრალოდ ძალაუფლებისთვის ვართ ერთად, მხოლოდ საზიანოა”ასე ეხმიანება ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია გიგი უგულავას ინიციატივას, ნაციონალური მოძრაობა ქოლგა პარტია გახდეს და მასში სხვადასხვა ფრაქცია გაერთიანდეს. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts