პლანეტა.გე Posted February 6, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2022 „ნიკა მელია კატეგორიულად აცხადებდა, რომ იგი სააკაშვილის ადგილზე რომ იყოს, აუცილებლად ჩამოვიდოდა და სათავეში ჩაუდგებოდა ამ მოძრაობას, რომ კატეგორიულად მიუღებელია სააკაშვილის უკრაინაში ყოფნა. ახლა, რასაკვირველია, შედეგებიდან გამომდინარე საუბრობს და უნდა, რომ თავი უფრო ბრძენად წარმოაჩინოს, მაგალითად, ვიდრე ნაყოფიაა. საერთოდ, „ნაციონალური მოძრაობა“ ორი ლიდერის ხელში დარჩა და ერთი ბელადის შემყურე. ორი ლიდერი, რომელიც ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებულია – კობა ნაყოფია და ნიკანორ მელია, მაგრამ აერთიანებთ ერთი დამოკიდებულება ამ საკითხების მიმართ. ეს არეულობა და რევოლუციური პროცესები პერსპექტივაში არ მოწონთ. მთავარი სააკაშვილის შეკვეთაა და “ნაცმოძრაობა“ პრაქტიკულად სააკაშვილის მძევლად იქცა ამ ფანტაზიებით, რომ იგი რევოლუციური ტალღით იქნება საკნიდან გათავისუფლებული. ეს რეალობაა დღეს შექმნილი ამ პოლიტიკურ პარტიაში”ამბობს პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი ტვ იმედის ფარულ ჩანაწერში, რომელიც ნიკა მელიას მხარდამჭერებთან საუბარს ასახავს. მელიას თქმით, ჩანაწერში გამოთქმულ პოზიციებს საჯაროდაც აფიქსირებს. ენმ-ს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ეწინააღმდეგებოდა მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლას. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts