Jump to content
Planeta.Ge

newsreport.ge/ მესმის, ქართული ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია პუტინს თავი მოაწონოს – გუდკოვი დეპორტაციაზე


Recommended Posts

მესმის, რომ ქართული ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია პუტინს თავი მოაწონოს –  ასე ეხმაურება, რუსი ოპოზიციონერი დმიტრი გუდკოვი საქართველოს პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძეს განმარტებას, დეპორტაციასთან დაკავშირებით. ნიკოლოზ სამხარაძე ამტკიცებს, რომ გუდკოვის დეპორტაცია მოხდა იმიტომ რომ ის დუმის წევრობის დროს რუსეთმა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა, თუმცა რუსი ოპოზიციონერი აცხადებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა ოფიციალურმა მოსკოვმა 2008 წელს აღიარა ხოლო მან დეპუტატის მანადტი 2011 წელს მოიპოვა.

“ალბათ საქართველოს ხელისუფლება დიდხანს ფიქრობდა, როგორ აეხსნა, რატომ არ შემიძლია მივირთვა ხინკალი მშვიდობის ხიდის ხედით და როგორც იქნა მოიფიქრა. აფხაზეთის დამოუკიდებლობა დუმამ აღიარა 2008 წელს. მე დეპუტატი 2011 წელს გავხდი. ასევე, 2008 წლიდან, მას შემდეგ რაც საქართველოში ოკუპაციის შესახებ კანონი მიიღეს, არ ვყოფილვარ არც აფხაზეთში და არც სამხრეთ ოსეთში, რადგან პატივს ვცემ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. გარდა ამისა, მე დეპუტატ გავრილოვისგან განსხვავებით, რომელმაც მხარი დაუჭირა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, არ ჩავმჯდარვარ პარლამენტის სპიკერის სავარძელში – მისი ნახვა [გავრილოვის] როგორც გვახსოვს, ქართულ მთავრობას გაუხარდა. მე მქვია დმიტრი გუდკოვი და არა ალექსეი ნავალნი.

მესმის, რომ ახლა ქართული ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პუტინს თავი მოაწონოს. სააკაშვილის დაპატიმრება საკმარისი არაა, საჭიროა რიგი სარიტუალო ქმედებები, რათა მიიღონ ფინანსური მხარდაჭერა სამომავლო არჩევნებისთვის. მაგრამ ხომ შეიძლება ნორმალური ტყუილის თქმა მაინც ისწავლონ? სამხარაძეს მინდა ვკითხო, ლუბოვ სობოლიც რუსეთის დუმის დეპუტატი იყო? ისიც არ შემოუშვეს… მე პატივს ვცემ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ქართველ ხალხს და მის ევროპისკენ მისწრაფებას. ვერ ვიტან – პუტინთან თავის მოწონების მისწრაფებებს და ტყუილს”, – განაცხადა გუდკოვმა.

შეგახსენებთ, რომ დმიტრი გუდკოვი  საქართველოში 31 იანვარს არ შემოუშვეს.

 

 

newsreport.ge/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...