Jump to content
Planeta.Ge

newsreport.ge/ აგრესიული ქმედებები ნიშანია, რომ რუსეთის პოლიტიკა არის პროვოკაციაზე გადასვლა – სალომე ზურაბიშვილი


Recommended Posts

“ძალიან მნიშვნელოვანია დღეს, რომ ჩვენ მოგვეცა საშუალება, გაგვეცვალა ინფორმაცია იმ ძალიან რთული ვითარების შესახებ, რაც არის უკრაინის მდგომარეობა და უკრაინის მიმართ გამოხატული აგრესია რუსეთის მხრიდან. ის აგრესიული ქმედებები, მუქარა, იქნება ეს კიბერშეტევები, თუ პირდაპირ სამხედრო ძალების უზომოდ გაზრდა უკრაინის საზღვარზე, თუ იგივე სამხედრო ძალების გააქტიურება შავ ზღვაზე, ეს ყველაფერი არის ნიშანი იმისა, რამდენად რუსეთის დღევანდელი პოლიტიკა არის პროვოკაციაზე გადასვლა. ამაზე მთელი ევროპული, დასავლური სამყარო პასუხობს მოლაპარაკებებით, მცდელობებით, რათა დარეგულირდეს ეს მდგომარეობა და მშვიდობიანი დეესკალაციისკენ წავიდეს დაძაბული ვითარება, მაგრამ დეესკალაციისთვის, როგორც მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის საჭიროა, რომ ორივე მხარე მზად იყოს.

მინდა, საქართველოს სახელით გამოვხატო ჩვენი სრული სოლიდარობა ჩვენი მეგობარი უკრაინის მიმართ და არამხოლოდ უკრაინის მიმართ, რამეთუ ის საფრთხეები, რაც არსებობს რეალურად არის, ემუქრება მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას. თუ ვლაპარაკობთ ევროპის უსაფრთხოებაზე, ეს არის ჩვენი უსაფრთხოება. ჩვენი სოლიდარობა არაა სიტყვიერი სოლიდარობა. ესაა სოლიდარობა იმ ქვეყნიდან, რომელმაც განიცადა და განიცდის ოკუპაციას. კარგად გვესმის რას გრძნობს უკრაინელი ხალხი და მთლიანად ვიზიარებთ”

ამის შესახებ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტთან, ანდჟეი დუდასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

newsreport.ge/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...