პლანეტა.გე Posted February 3, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2022 სირიაში ამერიკელმა სამხედროებმა ისლამური სახელმწიფოს (ISIS-ის) ლიდერი აბუ იბრაჰიმ ალ-ქაშიმი ალ-ყურაიში მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ავრცელებს.“გუშინ, ჩემი მითითებით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა ჩრდილო-დასავლეთ სირიაში წარმატებით ჩაატარეს კონტრტერორისტული ოპერაცია, რათა დაეცვათ ამერიკელი ხალხი და ჩვენი მოკავშირეები და მსოფლიო უფრო უსაფრთხოდ ექციათ. ჩვენი შეიარაღებული ძალების ოსტატობისა და სიმამაცის წყალობით, ჩვენ ბრძოლის ველიდან გავუშვით ISIS-ის ლიდერი აბუ იბრაჰიმ ალ-ქაშიმი ალ-ყურაიში. ყველა ამერიკელი ოპერაციიდან უსაფრთხოდ დაბრუნდა.”, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.ეს იყო აშშ-ს ყველაზე დიდი სპეცოპერაცია ქვეყანაში 2019 წლის შემდეგ, რომლის შედეგად ISIS-ის ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მოკლეს. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts