lasha_alo Posted February 1, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 1, 2022 ახლა დროა, საქართველოში ყველა პარტია, როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტია გაერთიანდეს და ერთად იმუშაოს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, აგრესიული დეზინფორმაციის წინააღმდეგ და საქართველოს ეკონომიკურ-ატლანტიკური ინტეგრაციის ჩაშლის მცდელობის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ისაუბრა.წყარო https://www.interpressnews.ge/ka/article/693946-keli-degnani-droa-sakartveloshi-qvela-partia-gaertiandes-da-ertad-imushaos-rusetis-agresiis-cinaagmdeg-ruseti-ukrainastan-ertad-saprtxes-ukmnis-sakartvelosac მგონი ძალიან პირდაპირ ამბობს ელჩი სათქმელს და ამ სიტუაციაში სახელისუფლებო პარტიის გაჯიუტება ძალიან ცუდ ნიშნად მეჩვენება . საქართველოსთვის, ისევე როგორც რეგიონისთვის კრიტიკული დროა იმ საფრთხის გამო, რაც რუსეთიდან მოდის. შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების, ასევე ნატოს მოკავშირეების თანამშრომლობასა და კოორდინაციას აბსოლუტურად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად და საერთაშორისო და ევროპული უსაფრთხოების პრინციპების შესანარჩუნებლად, რომელიც ათწლეულობის განმავლობაში სტაბილურობის ქვაკუთხედია. ეს არის კრიზისი, რომელსაც ნამდვილად რუსეთი ქმნის. ახლა დროა, საქართველოში ყველა პარტია, როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტია გაერთიანდეს და ერთად იმუშაოს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, აგრესიული დეზინფორმაციის წინააღმდეგ და საქართველოს ეკონომიკურ-ატლანტიკური ინტეგრაციის ჩაშლის მცდელობის წინააღმდეგ. ეს არის საფრთხეები, რომლის წინაშეც საქართველოს თითოეული მოქალაქე დგას და მათი შემცირება ასევე მოითხოვს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წევრების ერთიანობას,“- აღნიშნა ელჩმა. უფრო გასაგები რომ იყოს ახლა დროა, საქართველოში ყველა პარტია, როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტია გაერთიანდეს აგრესიული დეზინფორმაციის წინააღმდეგ და საქართველოს ეკონომიკურ-ატლანტიკური ინტეგრაციის ჩაშლის მცდელობის წინააღმდეგ. იმდენად პირდაპირია დიპლომატი არ მგონია გაჭირდეს ამერიკის ხედვის სწორი გააზრება, Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.