პლანეტა.გე Posted February 1, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 1, 2022 “ფორმულას” წამყვანი, ვახო სანაიას პასუხობს ქართული ოცნებიდან თბილისის საკრებულოს წევრის, ვლადიმერ ბოჟაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ღარიბაშვილის სიმამრის, “თამაზ თამაზაშვილის თემა წამოწია ტელეკომპანია ფორმულამ, რომელსაც აფინანსებს დავით კეზერაშვილი”.სანაიას თქმით, კონსტანტინე ციხისთავის საკითხზე გამოძიება ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო, როცა ტელეკომპანია ფორმულა საერთოდ არ არსებობდა.“ვლადიმერ ბოჟაძე, მე წამოვწიე [თემა], შე ნაძირალა. ჩემი ძმის საქმეა! ფორმულაზე ლამის პირდაპირ ეთერში გაიგეს, ვინ მყავდა სტუმრად. ფულის გამო ყველაფერს როგორ კადრულობ, შე არაკაცო.ციხისთავის თემაზე ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო გამოძიება და მერე არაფერი გაუკეთებია პროკურატურას. იმ დროს, როცა ციხისთავი ჯერ კიდევ ციხეში იჯდა. მაშინ არც ფორმულა არსებობდა და პრემიერობიდან გაგდებული ღარიბაშვილი ჩირგვებში ჰყავდა გადამალული ივანიშვილს. ციხისთავი ცოტა ხნის წინ გამოვიდა ციხიდან და ინტერვიუს დასთანხმდა.შე ორლარიანო, ნაძირალავ. ეს რა იკადრე”,– წერს სანაია Facebook-ზე.ბოჟაძის აზრით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ “ბინძური მეთოდებით ბრძოლა გრძელდება – “ნაციონალური მოძრაობა” და მისი ტელევიზიები კვლავ ტყუილით, დეზინფორმაციითა და ცილისწამებით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას”.“ვინ არის სინამდვილეში კოტე ციხისთავი? ის 25 წელზე მეტია აგენტია, დისკრედიტირებული, ნასამართლევი. გაქცეული გია ლორთქიფანიძის პირადი აგენტი, რომელიც ახლაც თანამშრომლობს ნაცმოძრაობასთან. თამაზ თამაზაშვილის თემის წამოწევით ასრულებს პოლიტიკურ დავალებას. ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს როცა ვითომ გია ლორთქიფანიძის აფეთქება იგეგმებოდა, სწორედ თავისვე აგენტ ციხისთავს დაადებინა ასაფეთქებელი, რაც შსს-მ გაშიფრა და მაშინ არავინ დაშავებულა.რაც შეეხება თამაზ თამაზაშვილის თემას: ამ საქმეზე პროკურატურამ თავის დროზე ყველა გამოკითხა, მათ შორის ციხისთავი და ყველა კითხვას პასუხი გაეცა. შოთა ჭიჭიაშვილი, რომელსაც ახსენებს ციხისთავი, გია ლორთქიფანიძემ მოაკვლევინა უკრაინაში.ძალიან საინტერესოა, გიორგი სანაიას მკვლელობა რატომ არ გამოიძია ნაცმოძრაობამ მაშინ, როცა თავად იყვნენ 9 წელი ხელისუფლებაში და ამ თემას მუდმივად ახსენებდნენ 2003 წლის ვარდების რევოლუციამდე? თამაზ თამაზაშვილი ამ წლების განმავლობაში საქართველოში იმყოფებოდა და ნებისმიერ დროს შეეძლოთ მისთვის კითხვების დასმა. რატომ ახლა? იმიტომ რომ ეს არის ბინძური პოლიტიკური დაკვეთა სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ.ვინ არის და რატომ არის ასე მოტივირებული გია ლორთქიფანიძე, რა მიზანი ამოძრავებს? მას ჩაუვარდა მიხეილ სააკაშვილის ჩამოყვანის და ,,რევოლუციის” გეგმა, ამ საქმეზე დაკავებულებმა სწორედ ის დაასახელეს ორგანიზატორად.თამაზ თამაზაშვილის თემა წამოწია ტელეკომპანია ფორმულამ, რომელსაც აფინანსებს დავით კეზერაშვილი, საქართველოს ბიუჯეტიდან მოპარული ფულით. კეზერაშვილსაც საკუთარი მოტივაცია აქვს იბრძოლოს ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ, რადგან დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს თანხების გაფლანგვაზე საქმეს მსვლელობა სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის დროს მიეცა, რაზეც კეზერაშვილს სასამართლომაც მიუსაჯა სასჯელი.შესაბამისად, ყველაფერი დღესავით ნათელია: დამკვეთიც და შემსრულებელიც, ასე ტანდემში მოქმედებენ ნაცმოძრაობა, გია ლორთქიფანიძე და დავით კეზერაშვილი, თუმცა ტყუილით მიზანს ვერავინ მიაღწევს”,– აცხადებს საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე.კონსტანტინე ციხისთავმა, რომელიც წარსულში კრიმინალური ავტორიტეტის, შოთა ჭიჭიაშვილის დაჯგუფების წევრი იყო, ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში, ვახო სანაიას გადაცემაში თქვა, რომ ჟურნალისტი გიორგი სანაიას მკვლელობა ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრმა თამაზ თამაზაშვილმა, შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ვლადიმერ ბაკურაძემ და შოთა ჭიჭიაშვილმა დაგეგმეს და შეასრულეს.ციხისთავის თქმით, ვინაიდან ჭიჭიაშვილის დაგჯუფების წევრი იყო, პირადად მოისმინა, როგორ მისცა ჟურნალისტის მოკვლის დავალება თამაზ თამაზაშვილმა, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრმა, კრიმინალურ ავტორიტეტს. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts