Jump to content
Planeta.Ge

newsreport.ge/ ყველა ფრაზა იმდენად სწორად არის ჩაწერილი, ვერც მტერი და ვერც მოყვარე, ვერ მოგვედავება – მდინარაძე რეზოლუციაზე


Recommended Posts

ყველა ფრაზა იმდენად სწორად არის ჩაწერილი, ვერც მტერი და ვერც მოყვარე, ვერ მოგვედავება – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.

”მისი საქმეა, ვისაც უნდა გაიზიაროს, რომ „ამათ ეშინიათ ამ ფრაზის ჩაწერის და ვერ ახსენებენ რუსეთს“ – საქართველოს კონტექსტში აქ ვსაუბრობთ ? – არ ვსაუბრობთ, სხვა რაღაცას შეეხება რეზოლუცია. საქართველოს კონტექსტში რას არ ვლაპარაკობთ, რომ რუსეთის ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20% და ამ თემებზე მოვრიდებივართ თუ მოვერიდებით საუბარს? თუ რაზე ვლაპარაკობთ ახლა ?! რეზოლუციის ტექსტი სხვა რამეს, დღევანდელ მოცემულობას, დღევანდელ საფრთხეებს შეეხება და ყველა ფრაზა იმდენად სწორად არის ჩაწერილი, აწონილი და გაზომილი და ეს თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ვერც ერთ დროში ვერავინ, ვერც მტერი და ვერც მოყვარე, ამ ტექსტთან დაკავშირებით ჩვენ ვერ მოგვედავება და ყველასთან ვიქნებით მართლები. თუკი ვინმე შეკამათებასაც კი შეეცდება ამ თემასთან დაკავშირებით, ჩვენ მას დავუბრუნებთ პასუხს, სადაც ასევე მართლები ვიქნებით, ეს თქვენ უნდა იცოდეთ, ძალიან კარგად თუ არ იცით, სამწუხაროა, არადა მგონია, რომ იცით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ტექსტში არ ვაპირებთ შეყოლას, რაც არის რჩება ასე! ამის გაყიდვა ისე, რომ ჩვენ შეგვეშინდა რაღაც ფრაზის, ხალხის დარწმუნება იმაში, რომ ძალიან გული მისკდება ვახსენოთ თუ არა ოკუპანტი ქვეყანა, ასე არ არის,“- განაცხადა მდინარაძემ.

 

newsreport.ge/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...