პლანეტა.გე Posted January 28, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2022 თავად თქვა, რომ არ აქვს შესაძლებლობა, ჩვენ თავიდანვე ამას ვამბობდით -ასე ეხმაურება, ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, გიგა ბოკერია სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ე.წ ეროვნული თანხმობის შესახებ.”როგორც მოსალოდნელია, პრეზიდენტის ინიციატივა დაკავშირებულია რაღაც ზოგად დისკუსიასთან. რომც ვცადო ვიყო პოზიტიურად განწყობილი, რომ მართლა ხედავს პრობლემას, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის ფავორიტია და მისი არჩეულია, ერთ-ერთი მიზეზია ამ კრიზისისა სწორედ ის, თუ როგორ იქნა არჩეული, მაგრამ ვთქვათ, პოზიტიურად განვეწყოთ, რომ უნდა, მას არ აქვს არც რესურსი, არც საკმარისი ნება, რომ თვითონ იმოქმედოს. აქ საუბარია ზოგად დისკუსიაზე. ევროპული საქართველო თავიდანვე ამას ამბობდა და გვიკვირდა, როცა სხვებს იმედი ჰქონდათ რაღაც გარღვევის, როცა თავად პრეზიდენტი პატიოსნად გვეუბნებოდა, რომ ეს არ შედის არც მის ამოცანებში, შესაძლებლობებსა და მიზნებში, ეს მან დღეს დაადასტურა.”- განაცხადა ბოკერიამ. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts