პლანეტა.გე Posted January 29, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 29, 2022 შეშფოთებული ვართ საქართველოში ოპოზიციის მიერ გამართული ანტირუსული აქციით – ასე ეხმაურება რუსეთის ყოფილ საელჩოსთან ევროპული საქართველოს მიერ გამართული აქციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.“მომხდარი შეშფოთებით მივიღეთ. 26 იანვარს ქართულმა ოპოზიციამ რუსული ინტერესების დამცველ შენობასთან, შვეიცარიის საელჩოსთან ახლოს, გამართა ანტირუსული პოლიტიკური აქცია. აქციის დაწყებამდე შენობაში გაითიშა როგორც ძირითადი ისე სათადარიგო ელექტროსისტემა.მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეგზავნა ნოტა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ზედმიწევნით შეასრულოს 1961 წლის 18 აპრილის ვენის კონვენციით განსაზღვრული დიპლომატიური ვალდებულებები. ანალოგიური გადაეცა მოსკოვში შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესთა დამცველს.ამ დროისთვის შენობაში ელექტროენერგია სრულიად აღდგენილია.ვიმედოვნებთ, რომ ქართული მხარე მსგავსი ინციდენტების გამეორებას არ დაუშვებს.” – ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორი ა.ზაიცევი newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts