პლანეტა.გე Posted January 29, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 29, 2022 ბოლო პერიოდში, სხვადასხვა დროს, ნარკოდანაშაულისთვის 9 ადამიანი დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას, შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ნარკოეალიზატორების გამოსავლენად ბუპრენორფინი, ჰეროინი და მარიხუანა საკონტროლოდ შეისყიდეს და შესყიდვა ფარულად ჩაიწერეს. უწყების ინფორმაციით, ნივთმტკიცებად ამოღებულია, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციით მიღებული თანხა.„დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ ნარკორეალიზატორთა გამოსავლენად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენიმე ეტაპად განახორციელა ნარკოტიკული საშუალება “ბუპრენორფინის”, „ჰეროინის“ და „მარიხუანის“ საკონტროლო შესყიდვები და მათი ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ნივთმტკიცებად ამოღებულია, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებული პირების საცხოვრებელი სახლისა და პირადი ჩხრეკისას, ასევე, სპეციალურად მოწყობილი სათბურიდან, ნივთმტკიცებადამოიღეს: „ჰეროინის“ შემცველი 1 კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერება, 6 ამპულა „მორფინი“, 5 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”, 5 ცალი კონტეინერი მასში მოთავსებული მეტადონის სითხით, ნარკოტიკული საშუალება “ლიზერგიდის” (LSD) შემცველი 300 ფირფიტა, 5 კილოგრამამდე “მარიხუანა”, ნარკოტიკული საშუალება “ამფეტამინი”, ასევე, 35 გრამი ნარკოტიკულ საშუალება “პსილოცინის” შემცველი სოკო.გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების “ა” ქვეპუნქტით, 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 273-ე 1-ლი პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts