Jump to content
Planeta.Ge

newsreport.ge/ ბათუმში 2 წელში რესტორნის, საჩუქრების და ტრანსპორტირებისთვის 84.781 ლარი დაიხარჯა – აუდიტი


Recommended Posts

ბათუმში 2 წელში რესტორნის, საჩუქრების და ტრანსპორტირებისთვის 84.781 ლარი დაიხარჯა – სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა.2019 წელს გახარჯულია 70.008 ლარი, 2020 წელს კი – 14.773 ლარი.  ეს ხარჯები ძირითადად რესტორნის, სასტუმროს, ტრანსპორტირების და საჩუქრების შესყიდვის ხარჯებს მოიცავს. ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ფაქტობრივმა ხარჯებმა შეადგინა 561.462 ლარი.

“ამ პირობებში გახარჯულია 4043 ლარის ღირებულების 41 980 ლიტრი საწვავი, რაც წარმოშობს საწვავის არამიზნობრივად ხარჯვისა და ტრანსპორტის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების რისკებს”. – წერია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

აუდიტის სამსახურის დასკვნით, წარმომადგენლობითი ხარჯების მართვის არსებული პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების დასაბუთებულ ხარჯვას – მანქანების რაოდენობასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შემუშავებული რეგულაციების დაცვის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა 20.916 ლარამდე საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა.

“აღნიშნული ავტოპარკის ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ ერთიანი პოლიტიკის განხორციელების ხელის შემშლელი გარემოებაა და ვერ უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურ და რაციონალურ ხარჯვას”. -აცხადებს აუდიტის სამსახური.

 

newsreport.ge/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...