lasha_alo Posted January 28, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2022 ბერლინი რუსეთის აგრესიის მოგერიებასთან დაკავშირებით თუ პოზიციას არ შეიცვლის, მაშინ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას მიიღებს და ეს გაზვიადება არ არის, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა, უკრაინის რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, „გდრ-ის მატერიალური საფუძველი უკვე არსებობს, რადგან ეს არ არის მხოლოდ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“, ესენი არიან გერმანული სხვადასხვა ინსტიტუტის წარმომადგენლები რუსული ხელფასებით, ესენი არიან ცალკეული ვიცე-ადმირალები, რომლებიც უცნაური განცხადებებით საკუთარ ქვეყანას ძირს უთხრიან“.რეზნიკოვის განცხადებით, პუტინის საბოლოო მიზანი არა უკრაინის დაპყრობა, არამედ დასავლეთ ევროპაში მისი გავლენის გაფართოებაა.„გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის აღდგენა უკვე გამოცხადებული რუსული მოთხოვნების ლოგიკური გაგრძელებაა. რუსეთმა უკვე ოფიციალურად წამოაყენა მოთხოვნები ნატო-ს დაშლის შესახებ 14 ქვეყანაში – ეს ასევე სრულიად შეუძლებელი ჩანდა. ძალიან კარგია, რომ ალიანსის წევრებმა მკაფიო პასუხი გასცეს, მაგრამ უნდა იყოს პრაქტიკული ნაწილი, რათა მოგვიანებით არ მოგიწიოთ პასუხის გაცემა მათთვის, ვინც ბერლინის კედლის აშენებას დაიწყებს“, – თქვა რეზნიკოვმა.https://1tv.ge/news/ukrainis-tavdacvis-ministri-berlini-rusetis-agresiis-mogeriebastan-dakavshirebit-tu-pozicias-ar-sheicvlis-mashin-germaniis-demokratiul-respublikas-miighebs-da-es-gazviadeba-ar-aris/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.