Jump to content
Planeta.Ge

newsreport.ge/ საკუთარ სპიკერებს გადახედეთ და “ვიორსტკას” დააკვირდით, სანამ ოპოზიციაზე ბრძნადმეტყველებას დაიწყებთ – ჩერგოლეიშვილი


Recommended Posts

საკუთარ სპიკერებს გადახედეთ და “ვიორსტკას” დააკვირდით, სანამ ოპოზიციაზე ბრძნადმეტყველებას დაიწყებთ – ამის შესახებ, “ტაბულას” რედაქტორი სოციალურ ქსელში წერს, და ოპოზიციურ მედიებს მიმართავს.

”კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, ოპოზიციური მედიის წარმომადგენლები ისეთი აღშფოთებით საუბრობენ ოპოზიციაზე, ვითომ თავად არ ქმნიან იმ დღის წესრიგს, რაც ივანიშვილის გამარჯვებებში ეხმარება.

ოპოზიციის დამცველად ვერ გამოვდგები, მაგრამ ოპოზიციური მედიის საინფორმაციო სამსახურების სარედაქციო პოლიტიკას უზარმაზარი წვლილი აქვს შეტანილი იმ ტოქსიკური დღის წესრიგის შექმნაში, რაც ივანიშვილის ძალაუფლებაში დარჩენას უზრუნველყოფს.

როგორც ოპოზიციური პარტიების მიმართ არ არსებობს ნდობა, ზუსტად ისე არ არსებობს ნდობა ოპოზიციური მედიის მიმართ.

საკუთარ სარედაქციო პოლიტიკას შეხედეთ, სანამ ოპოზიციაზე ბრძნადმეტყველებას დაიწყებთ – საკუთარ სპიკერებს გადახედეთ და საკუთარ “ვიორსტკას” დააკვირდით.

ჩვენ, ევროპულ საქართველოს ჩვენი პრობლემა გვაქვს, 5 წლის წინ უნდა ჩაგხსნოდით, როცა ნათელი გახდა საითაც მიექანებით და კომუნიკაციის დამოუკიდებელი მედიუმები შეგვექმნა – სამწუხაროდ, პარტიის მაშინდელი ლიდერშიფის ნაწილმა ტელემედიის მძევლობა არჩია და დავაგვიანეთ – ჩვენი ბრალიცაა ამის საშუალება რომ მოგეცით, მძევალი ვერაფერს მოიგებს ვერასდროს – მაგრამ ჩვენ გამოვასწორებთ.

თქვენ რას გამოასწორებთ ეგ არ ვიცი – უბრალოდ, ოპოზიციიისკენ თითის შვერა

თქვენი მხრიდან – სასაცილოა.”

 

newsreport.ge/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...