პლანეტა.გე Posted January 27, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2022 აშშ-სა და ნატო-ს პასუხებზე რუსეთის შემდგომი რეაგირების შესახებ გადაწყვეტილებას პუტინი მიიღებს – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.„უწყებათაშორისი კოორდინაციის შემდეგ ჩვენ მოვახსენებთ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. ის მიიღებს გადაწყვეტილებას ჩვენს შემდგომ ნაბიჯებზე.ჩვენ ახლა განვიხილავთ პასუხს, რომელიც მივიღეთ ამერიკელებისგან და რომელიც, როგორც სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა თავად განაცხადა, შეთანხმებული იყო უკრაინელებთან და სხვა დასავლურ ქვეყნებთან, რომლებიც შეერთებული შტატების მოკავშირეები არიან. ამასთან, მივიღეთ პასუხი ნატოსგან, მისი გენერალური მდივნისგან, იენს სტოლტენბერგისგან. ჩვენ განვიხილავთ ამ ორ დოკუმენტს ერთ პაკეტში, რადგან ეს არის რეაქცია ხელშეკრულებისა და შეთანხმების პროექტებზე, რომელიც 2021 წლის დეკემბერში შევთავაზეთ,“- განაცხადა ლავროვმა. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts