Jump to content
Planeta.Ge

newsreport.ge/ იმედი გვაქვს, რომ ენმ შევა პარლამენტში და მმართველ გუნდთან ერთად იმუშავებენ ინიციატივებზე – კელი დეგნანი


Recommended Posts

”იმედი გვაქვს, რომ ენმ-ი შევა პარლამენტში და მმართველ გუნდთან ერთად იმუშავებენ ინიციატივებზე”- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა მედიასთან განაცხადა და ასევე აღნიშნა, რომ ადგილი სადაც შეგიძლია დაიცვა შენი ინტერესები და ხედვები, პარლამენტია.

„აშშ საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ყოველთვის ყველა პარტიას მოუწოდებდა, რომ პარლამენტში შესულიყვნენ, განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობას“. ადგილი, სადაც შეგიძლია დაიცვა შენი ინტერესები და ხედვები არის პარლამენტი. გამოიყენეთ დემოკრატიული ინსტიტუტები წარმომადგენლობითი პარლამენტის მშენებლობისთვის, სადაც იქნებიან საქარველოს თითოეული მოქალაქის წარმომადგენლები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შევა პარლამენტში.

ძალიან გაგვიხარდება თუ მმართველი გუნდი და ოპოზიცია ერთად იმუშავებენ ინიციატივებზე, რომლებიც ამ ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს გამოხატავენ. ამას ბევრი დრო და მოლაპარაკება დასჭირდება, თუმცა სწორედ ამისთვისაა პარლამენტი“, – განაცხადა მან.

 

newsreport.ge/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...