Jump to content
Planeta.Ge

newsreport.ge/ არ არის გამორიცხული ოპოზიციამ უკრაინის მხარდამჭერი ალტერნატიული რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრიროს – დეკანოიძე


Recommended Posts

“არ არის გამორიცხული ოპოზიციამ უკრაინის მხარდამჭერი ალტერნატიული რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრიროს” – განაცხადა ჟურნალისტებთან ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ ოპოზიციისა და უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ.

„იცით, რომ ჩვენი შენიშვნები მივეცით, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუციის ტექსტისთვის, რომ რეზოლუცია ყოფილიყო აღმწერი და გამომხატველი იმ მდგომარეობის, რომელიც არსებობს დღეს უკრაინასთან მიმართებით რუსეთის განმეორებით სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით, მაგრამ სამწუხაროდ, ეს შენიშვნები გათვალისწინებული არ იყო ტექსტში, რომელიც წარმოადგინა დღეს „ქართულმა ოცნებამ“. შესაბამისად, ამ რეზოლუციის თანაინიციატორები ვერ ვიქნებით, გავაგრძელებთ მსჯელობას და არ არის გამორიცხული, ოპოზიციამ ალტერნატიული რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრიროს, მაგრამ ამაზე მთლიანი ოპოზიციის პოზიციაა გასათვალისწინებელი.

გარდა ამისა, ჩვენ გავაგრძელებთ მსჯელობას კომიტეტზე და ჩვენ ვაპირებთ საჯაროდ წარვუდგინოთ საზოგადოებას ის შენიშვნები რაც ჩვენს მიერ იყო მიცემული „ქართული ოცნებისთვის“. სამწუხაროა, რომ არ იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან გათვალისწინებული შენიშვნები მათ შორის ყველა იმ ტერმინოლოგიის დაცვით როგორც ხდება ხოლმე რეზოლუციის ფორმატში.

პირველ ვერსიაში და მათ შორის, შენიშვნების შემდეგ იყო ნახსენები რუსეთი, მაგრამ შემდეგ ტექსტის ის ცვლილებები, რაც მე მქონდა და ჩემს კოლეგებს, ეს ცვლილებები არ იყო გათვალისწინებული, ამიტომ როგორც ჩანს „ქართული ოცნება“ მოახდენს თავისი ვარიანტის ინიცირებას, ამიტომ ჩვენ არ გამოვრიცხავთ იყოს ჩვენი ალტერნატიული ვერსია, ან კომიტეტზე განვიხილოთ და საჯაროდ წარვუდგინოთ საზოგადოებას რაში არ ვეთანხმებით ამ რეზოლუციის ტექსტს“, – განაცხადა დეკანოიძემ.

 

newsreport.ge/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...