Jump to content
Planeta.Ge

newsreport.ge/ ბასილაშვილის ადვოკატები TV პირველის სიუჟეტთან დაკავშირებით მარეგულირებელს მიმართავენ


Recommended Posts

ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატების განცხადებით, 2022 წლის 22 იანვარს, ტელეკომპანია „TV პირველი“-ს ეთერით გავრცელებული ნიკოლოზ ბასილაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული აუდიო ჩანაწერის გასაჯაროება, იმ ფორმითა და შინარსით მხოლოდ ნელი დოროყაშვილისა და მისი უფლება დამცველების ინტერესებში შედიოდა.

მათი თქმით, მიუღებელია, რომ ფარული ჩანაწერები მედიაში თავისუფლად ვრცელდება, ამიტომ ეთიკის ქარტიასა და მარეგულირებელ კომისიას მიმართავენ, “გაატარონ კანონით გათვალისწინებული ყველა საჭირო ღონისძიება”.

“აღნიშნული ჩანაწერი გამოძიებას თვად ნელი დოროყაშვილმა მიაწოდა. როგორც მოგვინებით გაირკვა, ქორწინების პერიოდში, ის სისტემატიურად აკეთებდა მსგავს ფარულ ჩანაწერებს სხვადასხვა მოწყობილობის მეშვეობით. ამ ეტაპისთვის, სასამართლოს ეს ჩანაწერები არ გამოუკვლევია და ის დალუქულ მდგომარებაშია.

ჩვენთვის მიუღებელი და შემაშფოთებელი ფაქტია, როცა სასამართლოს მოწოდების მიუხედავად, საქმის მასალები, ნიკოლოზ ბასილაშვილის დისკრედიტაციის მიზნით, თავისუფლად ვრცელდება მედიაში. ტელეკომპანია პირველისთვის დაბრკოლება და უხერხულობა არ შეუქმნია იმ ფაქტს, რომ ჩანაწერი შეიცავს ინფორმაციას არასრულწლოვანის შესახებ, რითაც, პირველ რიგში, ილახება ლუკას ბასილაშვილის კანონიერი ინტერესები.

არაერთი გამოხმაურებისა და მოწოდების მიუხედავად, ფარულად მოპოვებული აუდიო მასალები, დღემდე ხელმისაწვდომია ინტერნეტში და ტელეკოპანია პირველს ამ დრომდე არ გაუთიშია ეს რეპორტაჟი ოფიცილური Facebook გვერდიდან, მეტიც, ტელევიზიამ სიუჟეტი სოციალურ ქსელში დაასპონსორა, რითაც ცდილობს მეტი ადამიანისთვის გახადოს ხელმისაწვდომი.

აღნიშნული ქმედება კი, ერთი ორად ზრდის საფრთხეს, რომ არასრულწლოვანი ლუკას ბასილაშვილი გახდეს შესაძლო ბულინგის ან სხვაგვარი ვიქტიმიზაციის მსხვერპლი, დაზიანდეს მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და არასრულწლოვნის ჯანმრთლობას შეექმნას საფრთხე.

ჩვენ, ნიკოლოზ ბასილაშვილის იურისტები, მივმართავთ ჯანდაცვის სამინისტროსა და მის დაქვემდებრებაში არსებულ სოციალური მომსახურების სააგენტოს, მოახდინონ მყისიერი რეაგირება. პირველ ეტაპზე დადგინდეს ხომ არ დაზიანდა, ინფორმაციის გავრცელებით, არასრულწლოვანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, გატარდეს ყველა საჭირო ღონისძიება, ბავშვის აღმზრდელებსა და მის უახლოეს გარემოცვას მიეწოდოს საჭირო ინსტრუქცია. თავად არასრულწლოვანს, საჭიროების შემთხვევაში, გაეწიოს კვალიფიციური ფსიქოლოგის დახმარება.

აქვე, ჩვენ მივმართვთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, დაუყოვნებლივ დაიწყონ მოკვლევა და გაატარონ კანონით გათვალისწინებული ყველა საჭირო ღონისძიება”,– წერია ბასილაშვილის ადვოკატების განცხადებაში.

გუშინ აღნიშნულ სიუჟეტს გამოეხმაურა თავად ბასილაშვილიც და მას “შეკვეთილი” უწოდა.

 

newsreport.ge/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...