პლანეტა.გე Posted January 25, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 25, 2022 გორის მუნიციპალიტეტის მერია ეხმაურება მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გორის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი პრაქტიკოს მასწავლებლად აშშ-ში, ნიუ-იორკის რეგიონალურ საწვრთნელ ცენტრში მუშაობს.მერიის განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი არა თუ ამ ეტაპზე არ მუშაობს, არასდროს უმუშავია ნიუ-იორკის რეგიონალურ საწვრთნელ ცენტრში’’.“მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ფოტო და ვიდეომასალა გადაღებულია 2017 – 2020 წლებში და ასახავს სპორტსმენის ვარჯიშს იმ დროს, როდესაც ის საწვრთნელ ცენტრში სპეციალური მიწვევით იმყოფებოდა და მასტერკლასებს ატარებდა.გორის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მიმართ, მედიასაშუალებებმა არაერთხელ გაავრცელეს არასწორი ინფორმაცია, ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ სიცრუის ტირაჟირებისგან და მიზანმიმართულად ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში”,– აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის მერია. newsreport.ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts